Amelie from Monmartre - პროფილი
რეპუტაცია: 1279
შესანიშნავი
- ჯგუფი:
- წევრები
- პოსტები:
- 2.218 (2,34 პოსტი დღეში)
- ყველაზე აქტიურია:
- ყავა და სიგარეტი (555 პოსტი)
- რეგისტრ.:
- 16 ოქტ. 10
- პროფილის ნახვები:
- 7.511
- ბოლოს:
30 იან. 2013 22:21- ამჟამად:
- გასულია
ჩემი ინფორმაცია
- წევრის სათაური:
- მეოთხე დონე
- ასაკი:
- ასაკი უცნობია
- დაბადების დღე:
- დაბადების დღე უცნობია
- სქესი:
-
მდედრ.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელფოსტა:
- პირადია
Previous Fields
წევრის გახსნილი თემები
-
გიორგი გურჯიევი
29 იანვარი, 2013 - 16:43
"ადამიანის ევოლუცია ეს იგივე შემეცნების ევოლუციაა."
28 ნოემბერი, 1877 - 29 ოქტომბერი, 1949
მისტიკოსი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, მედიუმი.
(ვოლანდის პროტოტიპი ბულგაკოვის ნაწარმოებიდან "ოსტატი და მარგარიტა")
მიჩნეულია, რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს “გურჯებს” ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის ეჭვები.
1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი".
საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში.
1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაიმტვრა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ეს ავარია თავიდან მოსაშორებლად მოუწყეს. თავისი ცოდნის დახმარებით მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა “ყველა და ყველაფერი”.
გიორგი გურჯიევი განიცდიდა სუფიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის გავლენას, ის თანამოაზრეებთან ერთად ბევრს მოგზაურობდა – იმყოფებოდა: თურქეთში, მონღოლეთში, თურქმენეთში, ეგვიპტეში, პაკისტანში, წლობით ცხოვრობდა ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში, სადაც დიდი მონდომებით ეძებდა და ეწაფებოდა აღმოსავლეთის ეზოთერულ (ფარულ, ხალხის ფართო მასებისთვის მიუწვდომელ) მოძღვრებებს. გურჯიევი, როგორც არაერთხელ აღნიშნეს ინდოელმა ნათელმხილველებმა, ყველა სხვა ადამიანზე უკეთ ფლობდა სპირიტულ ძალებს, ის დალაი-ლამას მრჩეველიც იყო.
მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ. მათი აღწერით საშიში ადამიანი იყო. მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი. მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა, რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი.
გურჯიევის მიმართ ყველაზე არაკეთილგანწყობილი ავტორი – ც. კინი, მის შესახებ წერდა: „ის იყო ახალგაზრდა დალაი-ლამას მრჩეველი და, იმავდროულად ცარისტული მთავრობის აგენტი; სამსახურს უწევდა ინგლისელებს და ემორჩილებოდა ფრანგებს, ფლობდა ჰიპნოზისტის არაჩვეულებრივ ნიჭს და იყო მოხერხებული „სულებზე მონადირე“. თვით ტიბეტშიც, სადაც დღემდე ცოცხლობს აღმოსავლური ეზოთერული ტრადიცია, გურჯიევს მიწიერი მიზნებისთვის არ უღალატია. მკვლევარი ლუის პაუელსი თავის წიგნში – „გურჯიევის ფენომენი“ – წერს: „იგი ათი წლის განმავლობაში რუსეთის საიდუმლო აგენტი იყო ტიბეტში, რაც კიპლინგმაც აღნიშნა. ტიბეტის მთავრობამ გურჯიევს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – მას უნდა მოეგვარებინა ქვეყნის ფინანსური საკითხები და უნდა ეხელმძღვანელა არმიის შეიარაღებისთვის, ამდენად, მას შეეძლო, პოლიტიკური როლი შეესრულებინა ტიბეტში“. როდესაც ტიბეტში ინგლისელები შეიჭრნენ, 1904 წელს გურჯიევი დალაი-ლამასთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ შემდეგ კვლავ დაბრუნდა.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
- ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.
- ყოველდღიურობაში ჩვენ ხშირად ზედმეტ, უსარგებლო რამეებზე ვსაუბრობთ. რომ შევამციროთ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა და მხოლოდ სასარგებლო რამეები ვთქვათ, ძირითადად ჩუმად მოგვიწევს ყოფნა. იგივე ეხება ძილს, ჭამას და სხვა ხორციელ სიამოვნებებს.
- გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას.
- შეუძლებელია ადამიანის პიროვნული “მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი “მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ.
- საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.
- შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გრძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა.


- ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.
-
ლუდვიგ ვიტგენშტაინი
28 იანვარი, 2013 - 19:23
180px-Wittgenstein-investigations.JPG (9,49K)
ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4
"უთხარით მათ, რომ მე მშვენიერი ცხოვრება მქონდა.."
26 აპრილი, 1889, ვენა — 29 აპრილი, 1951
ფილოსოფოსი, თანამედროვე ლოგიკის, ანალიტიკური ფილოსოფიის, ცნობიერების და ენის ფილოსოფიის წარმომადგენელი.
Magnum opus: ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (Tractatus Logico-Philosophicus, 1921) & ფილოსოფიური გამოკვლევები (Philosophical Investigations, 1953)
ინსპირაცია: გოთლობ ფრეგე & ბერტრან რასელი
- Главный вопрос не в том, есть ли загробная жизнь на самом деле. Главный вопрос – что это решает?
- Какова твоя цель в философии? — Показать мухе выход из мухоловки.
- Чему я хочу научить — так это переходить от неявной бессмыслицы к бессмыслице явной.
- Смерть не является событием жизни: её не переживают.
- ფილოსოფოსი იდეათა არცერთი საზოგადოების წევრი არაა, ეს არის სწორედ ის, რაც მას ფილოსოფოსად აქცევს.
- Границы моего языка означают границы моего мира.
- Ребенок должен многому научиться, прежде чем он сможет притворяться.
- Я единственный профессор философии, который никогда ни слова не читал у Аристотеля.
- Смысл мира должен лежать вне его. В мире все есть, как оно есть, и все происходит так, как происходит. В нем нет никакой ценности, а если бы она там и была, то она не имела бы никакой ценности. Если есть ценность, имеющая ценность, то она должна лежать вне всего происходящего и вне Такого. Ибо все происходящее и Такое - случайно. То, что делает это не случайным, не может находиться в мире, ибо в противном случае оно снова было бы случайным. Оно должно находиться вне мира.
- Главный вопрос не в том, есть ли загробная жизнь на самом деле. Главный вопрос – что это решает?
-
Samuel Beckett
28 იანვარი, 2013 - 12:47
OUT19443164.jpg (28,96K)
ჩამოტვირთვების რაოდენობა: 10
13 აპრილი, 1906-22 დეკემბერი, 1989
დაბადების ადგილი - დუბლინი, ირლანდია
საქმიანობა - მწერალი, პოეტი, დრამატურგი
მიმდინარეობა - დრამა, აბსურდი
"აბსურდის თეატრის" თანადამფუძნებელი ეჟენ იონესკოსთან ერთად
Magnum opus - გოდოს მოლოდინში (En attendant Godot/Waiting for Godot) (საბჭოთა თეატრისთვის ეს პიესა ყოველთვის “იდეოლოგიურად მავნე ნაწარმოებად” ითვლებოდა.)
ინსპირაცია - ჯეიმს ჯოისი (ორ მწერალს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ბეკეტმა ჯოისის ქალიშვილს - ლუსიას სასიყვარულო ურთიერთობაზე უარი უთხრა.)
"თქვენ მიწაზე ხართ და ამას აღარაფერი ეშველება."
"ლპობა - ესეც ცხოვრებაა."
ბეკეტმა En attendant Godot 1949 წელს დაწერა. 1952 წელს პიესა საფრანგეთის რადიოში წაიკითხეს, ხოლო 1953 წელს პარიზში დადგეს. საფრანგეთში იგი არნახული პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ლონდონში (1955 წლის 3 აგვისტოს) პიესის პრემიერაზე მეათე წუთზე დარბაზი დაიცალა. ფიასკო მომგებიანი აღმოჩნდა ავტორისთვის, მეორე დღეს ბრიტანული გაზეთი წერდა: "ის, რაც მოსწონთ საფრანგეთსა და გერმანიაში, არ ესმით ინგლისელებს"... იმავე წლის ბოლოს ბეკეტის პიესა წარმატებით დაიდგა ბროდვეიზე.
დასცინოდა ლიტერატურულ პედანტიზმს; მის მთელ შემოქმედებას თან სდევს ადამიანური არსებობის უაზრობის განცდა. ბეკეტის პიესებს ხშირად უწოდებდნენ "შეშლილის მონოლოგებს", რადგან მათ უმრავლესობაში მეტყველებას დაკარგული აქვს საკომუნიკაციო მნიშვნელობა. პერსონაჟთა რეპლიკებს არ აქვს არანაირი დატვირთვა, გარდა ტრაგიზმით სავსე კომიკური სიტუაციის შექმნისა.
"ნობელის პრემიის" ლიტერატურის დარგში დაჯილდოებისას 1969 წელს, მაშინ როდესაც მისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ, "ნობელის პრემიის" კომიტეტმა, რომელმაც სემუელს მიანიჭა აღნიშნული უდიდესი ჯილდო, გაავრცელა განცხადება სემუელ ბეკეტისა და მისი შემოქმედების შესახებ, რომელშიც ეწერა: "სემუელ ბეკეტი დაჯილდოებულ იქნა ესოდენ დიდი პრემიით ნოვატორული ნაწარმოებების დაწერისათვის პროზასა და დრამატურგიაში, რომლებშიც თანამედროვე ადამიანების ტრაგიზმი, მათივე ტრიუმფის მიზეზად იქცევა. სემუელ ბეკეტის ღრმა პესიმიზმი, თავისთავში შეიცავს ისეთ სიყვარულს კაცობრიობის მიმართ, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მკითხველი. როდესაც მის ნაწარმოებებში სასოწარკვეთილება გვეჩვენება უსაზღვრო, ვგებულობთ, რომ თანაგრძნობაც ისეთივე უსაზღვროა ადამიანებისა, როგორიც სასოწარკვეთილება. სემუელ ბეკეტი მისი ბრწყინვალე შემოქმედებისათვის ღირსეული ლაურეატი ხდება "ნობელის ლიტერატურული პრემიისათვის".
მეგობრები
-

Giorgi_DeiDa
-

Justbeika
-

Nervous PupiL
-

ablabuda
-

horkruqsi
-

Eine klein...
-

g-i-o-r-g-i
-

greenchika
-

Saaal =D
-

NIACHO
-

Noisee
-

provokacia
-

Whiplasher...
-

ichabod
-

mr.waters
-

wuwik
-

cosmic
-

Johnny...
-

Proffesor
-

likuu13
-

MaRiaM_MoLKo
-

Musfl
-

MuSiC bRea...
-

Callianira
-

Golden Touch
-

ადამიანი
-

mystery
-

Ophelia
-

GroucHy
-

abubeqrism...
-

Jillian
-

ასკლიპიოდოტა
-

Johnnie Wa...
-

Winni_e
-

Slacker Bitch
-

idioti
-

public_enemy
-

mariamm
-

zangura
-

conner3326
-

rij-ika
-

სანტა
-

ფროიდი
-

Niin_13a
-

holly
-

fRoLLy
-

Tinia
-

qwertyuiop
-

Cronus
-

anathema
50 შემთხვევითი მეგობარი წევრისა 60 (ყველას ნახვა)

დახმარება

ჩემი კონტენტის პოვნა
კომენტარები
Niin_13a
28 სექ. 2011 - 00:32Amelie from Monmartre
2 აგვ. 2011 - 13:14zangura
2 აგვ. 2011 - 13:08Amelie from Monmartre
20 ივლ. 2011 - 11:44ადამიანი
20 ივლ. 2011 - 03:41likuu13
11 მაი. 2011 - 20:46მომენატრე გოგონი ძალიან ძალიან : ს
მალე მოდი ^^
Whiplasher Bernadotte
2 მაი. 2011 - 18:04sop-svan
25 მარ. 2011 - 19:45Niin_13a
14 მარ. 2011 - 23:52როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება ! ^^
მიიყვარხარ ! <3
მზე & იისFერი <3
just VooDooGirl
14 მარ. 2011 - 23:46mystery
14 მარ. 2011 - 23:18ასკლიპიოდოტა
8 მარ. 2011 - 22:22mystery
4 მარ. 2011 - 00:21mystery
4 მარ. 2011 - 00:21MT-GameR
4 მარ. 2011 - 00:06