მშვილდოსანი - ფორუმი teen.ge

გადახტომა კონტენტზე

  • (12 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ გაქვთ ახალი თემის გახსნის უფლება
  • თემა დახურულია

მშვილდოსანი მე მიყვარს ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ;)

31 ივლისი, 2010 - 02:46 | #1 წევრი გასულია Winni_e 

  • მეორე დონე
  • PipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 650
  • რეგისტრ.: 25 ივლ. 10

ციტატა

22 ნოემბერი - 21 დეკემბერი

ზოდიაქოს 9 ნიშანი.

ცეცხლის 3 ნიშანი.

3 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა - იუპიტერი.

ბედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.

ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი - მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი - ცხენისა.

ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.

ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.

მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.


იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი, დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყოველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული. მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ" თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ვარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ. იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც, ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება. მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო - მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, სხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ - ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს. რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა. გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს. კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების დიადი საიდუმლოება - მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება. მშვილდოსანი - ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.

შემოქმედება და კარიერა

მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცნებებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი. მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში. შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა. შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადაში.

ფსიქოსექსუალური დახასიათება

რახან მშვილდოსანი ორმაგი ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს.

უარყოფითი თვისებები

მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება. შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს - მუდმივად იხეტიალონ.

დადებითი თვისებები

ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს მას - აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად).

შესაფერისი პარტნიორები

კაცი - მშვილდოსანი

ქალი:


ვერძი - კავშირი მყარია. პარტნიორებს შორის შესაძლებელია შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება მათი სექსუალური მიმზიდველობის გამო. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება და თან არ სდევს ურთიერთდაღლა. სიყვარული დღითიდღე განმტკიცდება.

კურო - იშვიათი კავშირია. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯიუტმა კურომ მოითმინოს უხეში და უცერემონიო მშვილდოსანი. ამასთანავე მშვილდოსანის სურვილმა გვერდზე გააჩაღოს სექსუალური ურთიერთობები, შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ის ისეთი უცერემონიოა, რომ არც მალავს თავის საქციელს. მომთმენი კურო ერთხელაც აფეთქდება და ხაზს გადაუსვამს მათ ურთიერთობებს. ასე რომ, მოწიფულ ასაკში მშვილდოსანს ძალუძს კუროს თავბრუ დაახვიოს მანამდე, სანამ ის მშვენიერია, თვალისმომჭრელია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუკი მშვილდოსანი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, მაშინ კუროსთან ურთიერთობები შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში - გაყრა გარდუვალია.

ტყუპები - რომანტიკული თანაცხოვრება, რომელშიც ისინი იდეალურები არიან. მშვილდოსანისათვის ტყუპები სასურველი და საინტერესონი არიან, ხოლო ტყუპებს ისინი კი სერიოზულ და დადებითი ბუნების პარტნიორად წარმოუდგენია. მშვილდოსანს ცოცხალი, მოძრავი, ცოტა გონებასუსტი და მოლაპარაკე ტყუპები სჭირდება. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი არასდროს მოიწყენენ და არასდროს დაიღლებიან ერთმანეთით.

კირჩხიბი - ეს კავშირი წარმატებული იქნებოდა საწინააღმდეგო შემთხვევაში, როცა კაცი - კუროა, ხოლო ქალი კი - მშვილდოსანი. კირჩხიბს იზიდავს მშვილდოსანის ხასიათის სირბილე და განებივრებული ბუნება. თუმცა მას გვერდით მაინც ეყოლება როგორც საყვარლები, ასევე თვით მშვილდოსანიც. მშვილდოსანიც ეცდება მის მოტყუებას. ასეთი ურთიერთმოტყუებით მათ დიდი ხნის მანძილზე ექნებათ ოჯახი, თუმცა ბოლოს მაინც დაინგრევა, თუ კი ამ ურთიერთობებს არ გაამყარებენ საერთო ინტერესებით, მერკანტილური კავშირებითა და საქმიანი ურთიერთობებით.

ლომი - პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს.

ქალწული - ნაკლებიღბლიანი კავშირია მშვილდოსანისათვის. ქალწულს სურს, რომ "ქმარმა თავისი ადგილი იცოდეს". მშვილდოსანისთვის სახლი არ არის ისეთი ნიშვნელოვანი, როგორც ქალწულისთვის. სახლი მისთვის, უფრო სასტუმროა, სადაც უნდა შეირბინოს, დაიბანოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და რაიმე შეჭამოს. ასეთი ცხოვრების სტილი ძალზედ აღიზიანებს ქალწულს. სიმართლე მშვილდოსანს ხანდახან უღვივებს ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, მას სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ქალწულს ის თვლის თავის საკუთრებად, როგორც ამბობენ"ჩემი მანქანა, ჩემი ცოლი", რადგან თვლის, რომ როგორც არ უნდა მოექცეს მას, ის არსად გაექცევა. სექსუალურ ურთიერთობებში ვერ ეწყობიან, მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი.

სასწორი - ეს კავშირი კარგია მშვილდოსანისათვის, რადგან სრულდება მისი ოცნება, რომ გვერდზე ჰყავდეს ჰარმონიული ქალი. ამასთანავე მოუსვენარი და ენერგიული მშვილდოსანისათვის ასეთი ურთიერთობები გარკვეულწილად მოსაწყენია. თუმცა ამ წყვილს შეუძლიათ ურთერთდათმობა და მათი ქორწინება გამოირჩევა ჰარმონიულობით, გაწონასწორებულობით, აქ ადგილი აქვს ისტერიკებსა და გრძნობების აფეთქებას.

მორიელი - ისეთი კავშირია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ან პარტნიორებს არ ძალუძს საერთო ენის გამოძებნა და ისინი იმედგაცრუებული რჩებიან ერთმანეთით, ამიტომაც ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ამაყი მორიელი არასდროს არ დგამს პირველ ნაბიჯს. მშვიდობიანი წყვილი, როგორებიც დასაწყისში იყვნენ მალე მტრად გადაიქცევიან. და რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მორიელი დედის როლში, როგორც წესი მამის წინააღმდეგ განაწყობს. მაგრამ მშვილდოსანს არ ახასიათებს გამძაფრებული მამობრივი ინსტიქტები, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალია. თუ კი მორიელს ის შუყვარდება, მაშინ ბავშვები მათი ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი ოჯახისადმი ინტერეს კარგავს. მორიელს თავისივე ბოროტება უკან უბრუნდება.

მშვილდოსანი - კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუკი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.

თხის რქა - პარტნიორებს შორის შესაძლებელია იყოს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად ღალატობენ ერთმანეთს. ერთობლივ თანაცხოვრებაში მშვილდოსანი ან თმობს პოზიციებს (აგებს თამაშს), ან კიდევ თხის რქა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე არ ანგრევს ოჯახს.

მერწყული - პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.

თევზები - ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს.

მშვილდოსანო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით:

რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?

არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი მაშინვე რატომ იხევ უკან?

ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ.

როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედის გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ? შესდექი და გაანალიზე სიტუაცია. დაბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?


(სხვა განყოფილებაში გახსნის გამო ეს თემა დახურეს და გავხსენი სწორ განყოფილებაში.. ავტორი (მარიამი) იმედია არ მიწყენს :*)

ჩასწორებულია: Winni_e @ 31 ივლისი, 2010 - 02:52

1

31 ივლისი, 2010 - 02:49 | #2 წევრი გასულია Chosen Pessimist 

  • მესამე დონე
  • PipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 1.315
  • რეგისტრ.: 9 აგვ. 09

აუ სასწორზეც დადეთ რა პლზ... 3:)
0

31 ივლისი, 2010 - 08:04 | #3 წევრი გასულია KLASTER...from...HELL 

  • Johnny Allen Hendrix
  • PipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 594
  • რეგისტრ.: 3 მარ. 10

100%-იანი მშვილდოსანი ვარ :dance2:
20 დეკემბერს ვარ დაბადებული და რაც აქ წერი იმის წუსტი ასლი ვარ :D

ეხლა კითხვები:
1. იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებით ცვლილებები გვიყვარს და თუ ვინმე მაგრად არ შეგვიყვარდა ისე უბრალო ურთიერთობებით პრსოტა ვერთობით...
2. რატო და 1000 ლარს ერთიც რო გამოაკლო აღარ იქნება ათასი, ანუ ის მცირე ნაკლიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე...
3. მესამე კითხვის აზრზს დიდად ვერ ჩავწვდი მარა რაც მივხვდი ვუპასუხებ, ჩვენ მოსმენა იმიტომ არ გვიყვარს რომ ყველაფერს ადვილად ვგებულობთ, და გვგონია რო ყველაფერი ვიცით, ზოგჯერ სზორები ვართ ზოგჯერ არა მარა მაგასაც ვიკიდებთ :D
4. რავი მე პირიქით ვაკეთებ, ეგეთ დრსო ვცდილობ კარგად გავერკვე სიტუაციაში. გავიქცე სად? ან რა აზრი აქ? ბარეღამ გაიგე რატომ და რისთვის გატკინეს გული ან მსგავსი...

ესეიგი 98%-იანი მშვილდოსანი ვყოფილვარ :D

სხვა ჩემნაირებმაც დაწერეთ რა ამ კითხვებზე პასუხები...
საინტერესო იქნება. :)
On your words against dreams made of steel
Stronger than any faith
That inflicts pain and fear...

…It's A Long Way To Be God Of Heavy Metal…
0

31 ივლისი, 2010 - 11:07 | #4 წევრი გასულია Winni_e 

  • მეორე დონე
  • PipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 650
  • რეგისტრ.: 25 ივლ. 10

ციტატა

სხვა ჩემნაირებმაც დაწერეთ რა ამ კითხვებზე პასუხები...
საინტერესო იქნება


კარგი რჩევააა ;) ;) ;)


KLASTER...from...HELL

ციტატა

რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?


1. გეთანხმები, ცვლილებები გვიყვარს, რესკი არა მაგრამ დინებადიი..მუდმივი ერთფეროვნება კი ჩვენთვის არ არის ;)

ციტატა

არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი მაშინვე რატომ იხევ უკან?


ციტატა

2. რატო და 1000 ლარს ერთიც რო გამოაკლო აღარ იქნება ათასი, ანუ ის მცირე ნაკლიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე..


2. ჩემი აზრით, იმ სიტყვებთან არასწორი შედარება გააკეთე. და მაგ 1000 ლარის თაობაზეც არ გეთანხმები.. მე ესე გავიგე : რო რაიმე თუ არ არის (ან ვერ მიიღე და ეს შესაძლებელია) ეგრევე ანებებ თავს.. მე მაგალითად თუ რაიმე დავკარგე ( თუნდაც ციფრულის დამტენი :D წავალ და ახალს ვიყიდი , თუნდაც ვიცოდე რო სახლში მაქვს დაკარგული.. ზოგი მშვილდოსანი ვინც ეგრეა გამიგებს, მაგრამ ზოგიც მეტყვის უბრალოდ ზარმაცი ხაროო :) ვარ მაგრამ ამ მომენტში არა :D

ციტატა

ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ.


3. (მე რავი შენ რა მიგაჩნია ტოო ) მოსმენით კარგად ვისმენ ხოლმე , მაგრამ ბოლოში მავიწყდება ხოლმე დასაწყისსი რა თქვეს :D

ციტატა

როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედის გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ?

4. თუ ადამიანზე გული გამიცრუვდა ვეღარ შევეგუები მას მეორეჯერ.. თუნდაც ვაპატიებ, მაგრამ ისევ - ისე ვერ ვიქნებით :s


ციტატა

დაბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?


5. კომპლიმენტად მივიღებთ :D

ჩასწორებულია: Winni_e @ 31 ივლისი, 2010 - 11:08

0

31 ივლისი, 2010 - 11:29 | #5 წევრი გასულია alwaysontherun 

  • პირველი დონე
  • Pip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 244
  • რეგისტრ.: 29 მაი. 10

მე ვარ მშვილდოსანი და ძაან მიყვარს ჩემი თავი და ჩემი ზოდიაქოც :sigh:
I thiNk I was oNce. I thiNk we were. Your miLk is my wiNe. My siLk is your shiNe.
0

31 ივლისი, 2010 - 13:46 | #6 წევრი გასულია khatia_oO 

  • ბედნიერი უბედური :)))
  • PipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 1.283
  • რეგისტრ.: 9 მაი. 10

ციტატა

მშვილდოსანო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით:

რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?

არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი მაშინვე რატომ იხევ უკან?

ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ.

როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედის გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ? შესდექი და გაანალიზე სიტუაცია. დაბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?



1.ერთფეროვნება ჩვენთვის ყველაზე მოსაბეზრებელია,თან დევნის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და არა შედეგი.
2.ზარმაც(ებ)ი ვარ(თ)
3.მე ვიცი.
4.სიმწარეს და იმედგაცრუებას სხვა ნიშნებზე მეტად განვიცდით.
5.

ციტატა

5. კომპლიმენტად მივიღებთ

''ბედნიერება ისეთი ამორფული რამაა,
კუდშიც კი ვერ ჩაავლებ ხელს
იმიტომ,რომ... კუდი არა აქვს.''


ბლოგის იმიტაცია...
0

31 ივლისი, 2010 - 13:57 | #7 წევრი ფორუმშია MaRiaM_MoLKo 

  • Joan, i can leave you honey
  • PipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 892
  • რეგისტრ.: 18 თებ. 10

ციტატა

მე ვარ მშვილდოსანი და ძაან მიყვარს ჩემი თავი და ჩემი ზოდიაქოც



გაიხარე :D

მე :love: ჩემი ზოდიაქოს ნიშანი
0

31 ივლისი, 2010 - 14:00 | #8 წევრი გასულია xan 

  • FunMaster
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 8.105
  • რეგისტრ.: 25 სექ. 07

მეც ვარ და მკიდია -))
ATB FTW © XaN... წაართვი სისტემას იმდენი რამდენსაც შეძლებ! იმიტომ რომ სისტემა წაგართმევს იმდენს რამდენსაც მოისურვებს!! © Xan

Live Life Large...любовь делает нас счастливыми и толстыми © Xan
0

31 ივლისი, 2010 - 14:01 | #9 წევრი ფორუმშია MaRiaM_MoLKo 

  • Joan, i can leave you honey
  • PipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 892
  • რეგისტრ.: 18 თებ. 10

ციტატა

და მკიდია -))


ნწ ნწ ნწ ნწ
0

31 ივლისი, 2010 - 14:03 | #10 წევრი გასულია aku 

  • ფაფუ ეროვნულები :)
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 3.061
  • რეგისტრ.: 16 მაი. 09

მიყვარს მშვილდოსნები :sigh:
აკუს ბლოგიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
გოგო ვარ მე (?)
სულით მშიერი...
ჯანდაბაშიც წასულხართ თქვენი მენტალიტეტიანად!
0

31 ივლისი, 2010 - 14:05 | #11 წევრი გასულია xan 

  • FunMaster
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 8.105
  • რეგისტრ.: 25 სექ. 07

aku
მეც მიყ ჩემი evil of the century
ATB FTW © XaN... წაართვი სისტემას იმდენი რამდენსაც შეძლებ! იმიტომ რომ სისტემა წაგართმევს იმდენს რამდენსაც მოისურვებს!! © Xan

Live Life Large...любовь делает нас счастливыми и толстыми © Xan
0

31 ივლისი, 2010 - 14:06 | #12 წევრი ფორუმშია MaRiaM_MoLKo 

  • Joan, i can leave you honey
  • PipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 892
  • რეგისტრ.: 18 თებ. 10

ციტატა

მიყვარს მშვილდოსნები



:air_kiss:
0

31 ივლისი, 2010 - 14:10 | #13 წევრი გასულია likuu13 

  • გაოFFების დედიკო :D
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 2.851
  • რეგისტრ.: 7 თებ. 10

ჩემიი ძმა... კიდე ჩემი ბიძშვილი... კიდე ვეღარ ვფიქროობ.. მაგრამ ჩემიიი ძმააა... :love:

ემ ქმარიც მშვილდოსანი ყოფილაა ეეე....

i :love: ჩემი ქმარი მშვილდოსანიანათ

all i want to do is read, write, take photos, listen to beautiful music and take wonderful road trips to places i've never been.
0

31 ივლისი, 2010 - 14:10 | #14 წევრი გასულია KLASTER...from...HELL 

  • Johnny Allen Hendrix
  • PipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 594
  • რეგისტრ.: 3 მარ. 10

ციტატა

4. თუ ადამიანზე გული გამიცრუვდა ვეღარ შევეგუები მას მეორეჯერ.. თუნდაც ვაპატიებ, მაგრამ ისევ - ისე ვერ ვიქნებით :s

ეს ნაღდია! :)
მეც ესე ვარ...
შემიძლია ვაპატიო, მაგამ ისე ვეღარ ვიქნები როგორც ადრე...
რაც შეეხება გულის ტკენას, საბედნიეროდ ძალიან მძაფად არ განვიცდი (ვგულისხმობ სასიყვარულო საქმეებში)
ყოველთვის მომავალზე და ახალ ურთიერთობებძე ვფიქრობ...
ეს ალბათ ჩემი ზედმეტი ოპტიმიზმის ბრალია...
1000000% ოპტიმისტი ვარ! :D
დაჟე უფრო მეტადაც :D

ციტატა

2.ზარმაც(ებ)ი ვარ(თ)

ჰე ჰე :D მე არანაირად არ ვარ ზარმაცი :D
პირიქით ყველას მაგაზე ვეჩხუბები! ნუ ხარ ზარმაცი, ნუ გეზარება, ასწი შენი ***** და მრავალი :D
On your words against dreams made of steel
Stronger than any faith
That inflicts pain and fear...

…It's A Long Way To Be God Of Heavy Metal…
0

31 ივლისი, 2010 - 14:11 | #15 წევრი გასულია khatia_oO 

  • ბედნიერი უბედური :)))
  • PipPipPip
  • ჯგუფი: წევრები
  • პოსტები: 1.283
  • რეგისტრ.: 9 მაი. 10

ციტატა

ციტატა
22 ნოემბერი - 21 დეკემბერი

ზოდიაქოს 9 ნიშანი.

ცეცხლის 3 ნიშანი.

3 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა - იუპიტერი.

ბედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.

ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი - მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი - ცხენისა.

ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.

ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.

მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.

იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი, დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყოველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული. მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ" თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ვარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ. იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც, ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება. მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო - მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, სხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ - ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს. რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა. გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს. კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების დიადი საიდუმლოება - მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება. მშვილდოსანი - ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.

შემოქმედება და კარიერა

მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცნებებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი. მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში. შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა. შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადაში.

ფსიქოსექსუალური დახასიათება

რახან მშვილდოსანი ორმაგი ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს.

უარყოფითი თვისებები

მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება. შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს - მუდმივად იხეტიალონ.

დადებითი თვისებები

ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს მას - აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად).

შესაფერისი პარტნიორები

კაცი - მშვილდოსანი

ქალი:

ვერძი - კავშირი მყარია. პარტნიორებს შორის შესაძლებელია შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება მათი სექსუალური მიმზიდველობის გამო. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება და თან არ სდევს ურთიერთდაღლა. სიყვარული დღითიდღე განმტკიცდება.

კურო - იშვიათი კავშირია. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯიუტმა კურომ მოითმინოს უხეში და უცერემონიო მშვილდოსანი. ამასთანავე მშვილდოსანის სურვილმა გვერდზე გააჩაღოს სექსუალური ურთიერთობები, შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ის ისეთი უცერემონიოა, რომ არც მალავს თავის საქციელს. მომთმენი კურო ერთხელაც აფეთქდება და ხაზს გადაუსვამს მათ ურთიერთობებს. ასე რომ, მოწიფულ ასაკში მშვილდოსანს ძალუძს კუროს თავბრუ დაახვიოს მანამდე, სანამ ის მშვენიერია, თვალისმომჭრელია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუკი მშვილდოსანი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, მაშინ კუროსთან ურთიერთობები შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში - გაყრა გარდუვალია.

ტყუპები - რომანტიკული თანაცხოვრება, რომელშიც ისინი იდეალურები არიან. მშვილდოსანისათვის ტყუპები სასურველი და საინტერესონი არიან, ხოლო ტყუპებს ისინი კი სერიოზულ და დადებითი ბუნების პარტნიორად წარმოუდგენია. მშვილდოსანს ცოცხალი, მოძრავი, ცოტა გონებასუსტი და მოლაპარაკე ტყუპები სჭირდება. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი არასდროს მოიწყენენ და არასდროს დაიღლებიან ერთმანეთით.

კირჩხიბი - ეს კავშირი წარმატებული იქნებოდა საწინააღმდეგო შემთხვევაში, როცა კაცი - კუროა, ხოლო ქალი კი - მშვილდოსანი. კირჩხიბს იზიდავს მშვილდოსანის ხასიათის სირბილე და განებივრებული ბუნება. თუმცა მას გვერდით მაინც ეყოლება როგორც საყვარლები, ასევე თვით მშვილდოსანიც. მშვილდოსანიც ეცდება მის მოტყუებას. ასეთი ურთიერთმოტყუებით მათ დიდი ხნის მანძილზე ექნებათ ოჯახი, თუმცა ბოლოს მაინც დაინგრევა, თუ კი ამ ურთიერთობებს არ გაამყარებენ საერთო ინტერესებით, მერკანტილური კავშირებითა და საქმიანი ურთიერთობებით.

ლომი - პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს.

ქალწული - ნაკლებიღბლიანი კავშირია მშვილდოსანისათვის. ქალწულს სურს, რომ "ქმარმა თავისი ადგილი იცოდეს". მშვილდოსანისთვის სახლი არ არის ისეთი ნიშვნელოვანი, როგორც ქალწულისთვის. სახლი მისთვის, უფრო სასტუმროა, სადაც უნდა შეირბინოს, დაიბანოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და რაიმე შეჭამოს. ასეთი ცხოვრების სტილი ძალზედ აღიზიანებს ქალწულს. სიმართლე მშვილდოსანს ხანდახან უღვივებს ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, მას სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ქალწულს ის თვლის თავის საკუთრებად, როგორც ამბობენ"ჩემი მანქანა, ჩემი ცოლი", რადგან თვლის, რომ როგორც არ უნდა მოექცეს მას, ის არსად გაექცევა. სექსუალურ ურთიერთობებში ვერ ეწყობიან, მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი.

სასწორი - ეს კავშირი კარგია მშვილდოსანისათვის, რადგან სრულდება მისი ოცნება, რომ გვერდზე ჰყავდეს ჰარმონიული ქალი. ამასთანავე მოუსვენარი და ენერგიული მშვილდოსანისათვის ასეთი ურთიერთობები გარკვეულწილად მოსაწყენია. თუმცა ამ წყვილს შეუძლიათ ურთერთდათმობა და მათი ქორწინება გამოირჩევა ჰარმონიულობით, გაწონასწორებულობით, აქ ადგილი აქვს ისტერიკებსა და გრძნობების აფეთქებას.

მორიელი - ისეთი კავშირია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ან პარტნიორებს არ ძალუძს საერთო ენის გამოძებნა და ისინი იმედგაცრუებული რჩებიან ერთმანეთით, ამიტომაც ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ამაყი მორიელი არასდროს არ დგამს პირველ ნაბიჯს. მშვიდობიანი წყვილი, როგორებიც დასაწყისში იყვნენ მალე მტრად გადაიქცევიან. და რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მორიელი დედის როლში, როგორც წესი მამის წინააღმდეგ განაწყობს. მაგრამ მშვილდოსანს არ ახასიათებს გამძაფრებული მამობრივი ინსტიქტები, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალია. თუ კი მორიელს ის შუყვარდება, მაშინ ბავშვები მათი ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი ოჯახისადმი ინტერეს კარგავს. მორიელს თავისივე ბოროტება უკან უბრუნდება.

მშვილდოსანი - კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუკი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.

თხის რქა - პარტნიორებს შორის შესაძლებელია იყოს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად ღალატობენ ერთმანეთს. ერთობლივ თანაცხოვრებაში მშვილდოსანი ან თმობს პოზიციებს (აგებს თამაშს), ან კიდევ თხის რქა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე არ ანგრევს ოჯახს.

მერწყული - პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.

თევზები - ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს.

მშვილდოსანო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით:

რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?

არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი მაშინვე რატომ იხევ უკან?

ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ.


როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედის გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ? შესდექი და გაანალიზე სიტუაცია. დაბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?



იქიდანაა აღებული რა ქვია კაცო.. ''ეძიე ვარსკვლავი შენი'' :D
მილიონჯერ მაქვს გადაკიტხული :D

ჩასწორებულია: khatia_oO @ 31 ივლისი, 2010 - 14:12

''ბედნიერება ისეთი ამორფული რამაა,
კუდშიც კი ვერ ჩაავლებ ხელს
იმიტომ,რომ... კუდი არა აქვს.''


ბლოგის იმიტაცია...
0


  • (12 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ გაქვთ ახალი თემის გახსნის უფლება
  • თემა დახურულია

1 მომხმარებელი კითხულობს ამ თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი