სარეგისტრაციო ფორმა - ფორუმი teen.ge

გადახტომა კონტენტზე

დარეგისტრირების წესები და პირობები

გაგრძელებამდე უნდა დაეთანხმოთ შემდეგს:


ფორუმის წესები და პირობები

ფორუმზე რეგისტრაციის პირობები

ფორუმი განკუთვნილია სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ მოსაზრებების გამოხატვისა და საჯარო დიალოგის გამართვისათვის. ფორუმის დომეინ-მისამართი და სახელწოდება აქცენტს უსვამს ახალგაზრდულ და მოტივირებულ სულს, პროგრესისკენ მიზანიმართულ სკვლას, განახლებისა და დინამიკის იდეას და არანაირად არ გულისხმობს ასაკობრივ შეზრუდვას და დისკრიმინაციას, ფორუმი ღიაა აბსოლუტურად ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. საზოგადოების სხვადასხვა ფენის და პროფესიული ჯგუფის მაღალი წარმომადგენლობითობა მნიშვნელოვანია, რამეთუ ფორუმი ძირითადად ფოკუსირდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასა და პიროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების, მისი პროფესიული და ინტელექტუალური ზრდის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ფორუმის მომხმარებლები თავად აგებენ პასუხს თავიანთი პოსტების შინაარსზე. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს ცილისწამებას, შეურაცხყოფას, შუღლის გაღვივებას, სიძულვილის ქადაგებას, ომის პროპაგანდას, არანორმატიულ და უზენზურო ლექსიკას. ადმინისტრაცია ხშირი შემდგომი მოდერაციის საშუალებით, თავის თავზე მსგავსი ხასიათის პოსტების წაშლის ვალდებულებას იღებს. მოდერატორი (ფორუმის რედაქტორი) ეცნობა მასალას (მომხმარებლის პოსტებს) მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ და, წესების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას დატოვოს/შეცვალოს თუ არა მათი შინაარსი.

ფორუმის მმართველობა მოქმედებს ლიბერალური პრინციპებით და შეგნებულად უწყობს ხელს აზრთა პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას, მოქმედებს გამჭირვალე სარედაქციო კრიტერიუმებით. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად უზრუნველყოფილია მომხმარებლების მიერ მოდერატორისთვის ფორუმის შეუფერებელი (შეურაცხმყოფელი და ა.შ.) მესიჯის არსებობის შესახებ შეტყობინების შესაძლებლობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასწრულწლოვანებთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მოზარდის მშობელს ან მეურვეს.

ფორუმზე დარეგისტრირებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მოქმედ წესდებას და კისრულობთ მათი დაცვის ვალდებულებას.