ფორუმელთა ბლოგები - ფორუმი teen.ge

გადახტომა კონტენტზე

ბნელა, ანუ Everything’s better with explosions!

კომენტარის დატოვება
ძალიან ბევრი პოსტი დაიწერა 17 მაისის შესახებ, ვიცი, მაგრამ მინდა მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
ვერავის შევპირდები, რომ ცენზურა დაცული იქნება, თუმცა ვეცდები.
მოკლედ.
არც ჰომოფობი ვარ და არც მათი საწინააღმდეგო მაქვს რამე. ვისაც უნდა ტრა*ს მიცემს, ვისაც უნდა პირს და ა.შ.
არავის საქმე ეგ არაა.
უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საკმაოდ საინტერესო ადამიანია და როცა ჩემთვის ადამიანი საინტერესოა, სულ ფეხებზე მკიდია გეია, ლეზბოსელი თუ ბისექსუალი. მისი ორიენტაცია მასთან მეგობრობაში ხელს ვერ შემიშლის, არც არასოდეს შეუშლია, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა, პარადების მოწყობა მაინც არ მიმაჩნია სწორად.
თუნდაც იმიტომ, რომ სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 90% ჰომოფობია (თუ მეტი არა) და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ჰომოფობიის ზეიმის დღედ იქცევა-ხოლმე. (ჩვენ ხომ ყველაფერში ორიგინალურები ვართ).
ამიტომ ვთვლი, რომ გეი პარადის მოწყობა იყო *ობა.
მეორე მხრივ, LGBT საზოგადოების წინააღმდეგ გამართული ვითომ და “ლოცვითი აქცია” იყო Epic *ობა.
იმიტომ, რომ როცა აქციას არქმევ “ლოცვით აქციას”, მაშინ სკამებით და ჭინჭრებით არ უნდა დარბოდე, ავადმყოფივით ყველა ავტობუსს და სამარშუტო ტაქსს არ უნდა აეკიდო და აზიანო იმ მიზეზით, რომ “შესაძლოა იქაც იყვნენ ლგბტ მგზავრები”.
საშინელებაა, როცა “ტაბურეტკით” შეიარაღებული სასულიერო პირი დედის გინებით დარბის წინ და უკან სურათი
მერე ასეთები გამოვლენ და დაიწყებენ ქადაგებას მოყვასის პატივისცემაზე და ძალადობის უარყოფაზე, ბიჩ ფლიზ!
ყველაზე მეტად რამაც გამომაშტერა იყო ჩემი ჰომოფობი Facebook friend – ების რეაქცია ამ ყველაფერზე.
ისე ამაყობენ მომხდარით, გეგონება მართლა გმირობა ჩაიდინეს.

სურათი

სურათი დეგენერატი ცხოველები რომ ხართ, ამას ეს ფოტოც ამტკიცებს.
ეს გოგო არც LGBT – ს მხარდამჭერი იყო და არც მოწინააღმდეგე აქციის მონაწილე.
ჟურნალისტია უბრალოდ და ასეთ მდგომარეობაშია ახლა.
ვიმეორებ, უბრალოდ ჟურნალისტი, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებდა.
კიდევ იამაყონ იმით, რომ ჩამოსხმული *ები არიან სურათი
და ბოლოს, დავამატებდი იმას, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით სურათი
ტრაკში ვართ.
თან ისეთ ტრაკში, კიდევ დიდ ხანს რომ ვერ გამოვაღწევთ.
თუ გამოვაღწიეთ ოდესმე.

სურათი


Filed under: წერილები .. Tagged: *ები ყველგან, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/679/ სურათი

Source

Happy

კომენტარის დატოვება
მე ბედნიერი ვარ. Filed under: დღიურისურათი

Source

შეგიძლიათ თუ არა ადამიანის მოკვლა?

3 კომენტარი
სურათი



აირჩიეთ ხე და გააგრძელეთ კითხვა





1. თქვენ ძალიან სასტიკი ადამიანი ხართ, მაგრამ ამავდროულად ფრთხილიც. თქვენს საქციელს ყოველთვის თქვენი სინდისი განსაზღვრავს.  საკუთარი თავის დასაცავად თქვენ შეძლებთ ადამიანის მოკვლას.

2. თქვენ მართლა უმოწყალო ხართ. სინდისიც არ გაწუხებთ. თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს სურვილებს ხორცი შეასხათ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ პირადი და ფინანსური კეთილდღეობა თქვენთვის სხვა ხალხის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ბევრად მნიშვნელოვანია. თქვენ მოკლავთ ადამიანს.

3. თქვენს შემთხვევაში ყველაფერი მარტივია _ კაცის მოკვლა არ შეგიძლიათ… მხოლოდ გაუფრთხილებლობით თუ შემოგაკვდებათ ვინმე…

4. დიდი ინტელექტის პატრონი ხართ. თქვენი ტიპის წარმომადგენლების ინტელექტუალურმა დონემ შეიძლება IQ-ს 145 ქულამდეც მიაღწიოს, რაც გენიალურობის ზღურბლად ითვლება (ერთ-ერთი სერიული მკვლელის, ედმუნდ კემპერის, ინტელექტი IQ-ს 150 ქულითაა შეფასებული. ის დღეს საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობს პოლიციასთან და ეხმარება მათ დამნაშავეების გამოვლენაში). თქვენ შეგიძლიათ ადამიანის მოკვლა, მაგრამ მხოლოდ აფექტის მდგომარეობაში.

5. თქვენ არ ხართ სასტიკი. თქვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ განისაზღვრება წესიერებითა და ჰუმანური პრინციპებით. თქვენ ადამიანის მოკვლა არ შეგიძლიათ.

6. თქვენ შეგიძლიათ ადამიანის მოკვლა პირადი სიამოვნებისთვის. მკვლელობა შეიძლება გახდეს თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მეთოდი. მსხვერპლს უყურებთ როგორც ობიექტს, რომლის მკოვლაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

7. მატერიალური და პირადი სარგებელი თქვენთვის მკვლელობის ძირითადი მოტივებია. ძირითადად თქვენი ტიპი ქალებისგან შედგება, რომლებიც უპირატესად საწამლავით ან ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენებით კლავენ. თუმცა ასეთ მკვლელებს შორის საკმაოდ ხშირად გვხვდებიან მამაკაცებიც, რომლებმაც მკვლელობისთვის შეიძლება სხვა “იარაღიც” გამოიყენონ.


http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zorbeg.wordpress.com/1145/ სურათი

Source

როგორ გარდაიცვალა ფერდინანდ გრაუ

1 კომენტარი
იჯდა... როგორც ყოველთვის იჯდა და ხატავდა... უფრო კი ცდილობდა დაეხატა. ადვილი არ არის დახატო იმ ადამიანის პორტრეტი , რომელიც მოკვდა, ხო მოკვდა და არა გარდაიცვალა. ფერდინანდისთვის ყველა კვდებოდა. ახალგაზრდობის ფოტოს მიუტანდნენ და ახატინებდნენ ფილაზე , ორიოდე მარკას მიუგდებდნენ და აიძულებდნენ ახალგაზრდა დაეხატა, მაშინ ბებრები არავის სჭირდებოდა. ახალგაზრდები მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ , სისხლისგან რიგ-რიგობით იცლებოდნენ როგორც ვისკის ბოთლები გრაუს სახელოსნოში. ვერ გაეგო , რატომ ახატინებდნენ მოხუცებსაც ახალგაზრდად როცა ამდენი ახალგაზრდა მიაბარეს ახლახანს მიწას. კარგი მხატვარი იყო მოგეხსენებათ... ძალიან კარგ... თუმცა რატომღაც მხოლოდ მკვდრებს ხატავდა, ამ სამყაროში სილამაზე მხოლოდ სიკვდილსღა შერჩენიაო იტყოდა ხანდახან...

ყოველი პორტრეტის დასრულების შემდეგ , ერთსა და იმავეს აკეთებდა, სახელოსნოს ცენტრში დადგავდა ფილას, უკან ხუთიოდე ნაბიჯით დაიხევდა, სკამს უკუღმა დაიდგამდა, საზურგეს ნიკაპს ჩამოაყრდნობდა, ვისკის ბოთლს წრუპავდა და შურიანი თვალით უყურებდა მკვდარს... ერთხელ ვკითხე რაზე ოცნებობ მეთქი , გარდაცვალებაზეო მიპასუხა... მაშინებდა ხანდახან, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო ყოველთვის შუბლით ვასკდებოდი გრაუს "ფილოსოფიის კედელს".

ქალების სიყვარულით არასდროს გამოირჩეოდა, ან შეიძლება ძალიანაც უყვარდა, უბრალოდ ამაზე არასდროს საუბრობდა... ბოლოს ერთ ქალთან ერთად იყო , ქალს მარია ერქვა, მსახიობი იყო , ლამაზი ნამდვილად ეთქმოდა, 40 წელს გადაცილებული შავგვრემანი ქალი , განსაკუთრებული ღიმილითა და სევდიანი თვალებით... სწორედ ისეთი მას რომ მოეწონებოდა...
თექვსმეტი წლის ვიყავი , როცა პირველად შემიყვარდა , ულამაზესი გოგონა, ელენა . ელენა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო , მამამისი ებრაილი იყო , მაინშტრასეზე პატარა ტკბილეულობის მაღაზია ჰქონდა, ძალიან კარგი კაცი იყო... ჩემი თვალით შევესწარი როგორ იმსხვერპლა სისხლიანმა რეჟიმმა... ელენა ძალიან მიყვარდა , შავგვრემანი , მხიარული ჭკუის გოგონა იყო , კეკლუცი და არც მორცხვი არ ეთქმოდა... როდესაც ჩემი გრძნობის შესახებ გრაუს ვუთხარი , მან მიპასუხა :
- ტომ , არასდროს შეიყვარო ქალი რომელსაც თვალებში სევდა არ აქვს, ის აუცილებლად გიღალატებს, თუ მოგწონს , მათხოვარი ვის მოუკლავს, დაწექი მასთან, კაცი ხარ...
- და შენ ყოფილხარ ქალთან უსიყვარულოდ? - ვკითხე გრაუს...
- არასოდეს - მიპასუხა და ჭიქაში ვისკი ჩამომისხა
- ხომ იცი რომ არ ვსვავ - ვუთხარი...
- დალიე , შენი პირველი იმედგაცრუება აღვნიშნოთ - მითხრა თმები გამიჩეჩა და გადაკრა
მეც დავლიე ცხოვრებაში პირველად, პირველი იმედგაცრუების აღსანიშნავად, ამ საღამოს შემდეგ მიმაჩნდა გრაუ ქალებზე ნაკლებშეყვარებულ კაცად , თუმცა ახლა ვხვდები რომ ის იმ იშვიათთაგანი იყო რომელთაც სიყვარული შეუძლიათ...
მარიასთან ერთად წელიწადზე მეტხანს იყო , მაგრამ არასდროს საუბრობდა მასზე... ერთ საღამოს, ისევ ვესტუმრე გრაუს , სკამზე იჯდა... როგორც ყოველთვის იჯდა... ხელში ნახევრად ჩაცლილი ვისკის ბოთლი ეჭირა, მიწაზე დაშვებული ბოთლი მიყრდნობილიღა იყო გრაუს თლილ თითებს
- რა დაგემართა? - ვკითხე გაოგნებულმა
- კიდევ ერთი ნაბიჭვარი გერმანელი ევლინება ქვეყანას - თქვა და მწარედ გადაიხარხარა
- ვერ გავიგე - მივაშტერდი
- შენ ერთადერთი არანაბიჭვარი გერმანელი ხარ რომელიც ამდენი წლის ცხოვრების განმავლობაში შემხვედრია - გადმოიწია და თავზე მაკოცა
მინდოდა მეთქვა არც შენ ხარ ნაბიჭვარი მეთქი მაგრამ მომერიდა, ბოლოს და ბოლოს 15 წლით იყო ჩემზე უფროსი.
- არა ტომ მეც ნაბიჭვარი ვარ - მიმიხვდა სათქმელს
- არ ხარ - ვუთხარი და ისეთი სახით მივაშტერდი , გაოგნდა
- მოდი ჩემო ბიჭო ჩემთან დავლიოთ - გადაიხარხარა და გულში ჩამიკრა , მინდოდა მეტირა მაგრამ მისი ყბიდან ვეღარ ამოვიდოდი , მეც მოვეხვიე და როგორც იქნა გავაანალიზე რაზე საუბრობდა
- გილოცავ ბებერო - ვუთხარი და გადავკოცნე
ის ღამე საუბარში გავატარეთ, დილით ადრე კი სახლში წავედი... მთელი დღე ფირმის საქმეებში ვიყავი ჩარგული , ასე გრძელდებოდა მთელი დღეები , უამრავი საქმე მქონდა და ვეღარ ვნახულობდი... ისე გავიდა ზაფხული და შემოდგომა მე და გრაუ არ შევხვედრივართ...
დეკემბრის პირველ დღეებში ისევ წვიმდა , ორი ბილეთი ვიყიდე ჩემთვის და ჩემი მეგობარი ჰენრისთვის , ახალი სპექტაკლის პრემიერა უნდა შემდგარიყო თეატრში , მთავარ როლში მარია გამოდიოდა, მაგრამ როცა თეატრში მივედით აგვიხსნეს რომ პრემიერა გადაიდო , როდესაც მიზეზი ვიკითხე აღმოჩნდა რომ მარიას მშობიარობა დასწყებოდა, სასწრაფოდ გავარკვიე რომელ საავადმყოფოში იწვა და გავიქეცი , ფეხით გავრბოდი , დღემდე ვერ ვხვდები ჰენრის მანქანით რატომ არ წავედი , უბრალოდ გავრბოდი და არ ვიცოდი რატომ, საშინლად წვიმდა, კოკისპირული წვიმა სახეს მისველებდა, ციებ ცხელება მტანჯავდა... მე კი ისევ გავრბოდი , როცა საავადმყოფოში მივაღწიე მორიგესთან მივვარდი და ელვისებური სისწრაფით მივაყარე
- როგორ არის მარია... მარიაა... დასწყევლოს ეშმაკმა , მარია ლ... ლოკამპი , დიახ მარია ლოკამპი - გული ამოვარდნაზე მქონდა
- ა ის მსახიობი ქალი? - შემომხედა მედდამ - ნეტავ იცოდეთ აქ რა მოხდა ბატონო , როდესაც იმ ბატონს ვაცნობეთ , რომ მარია გარდაიცვალა , გაცოფდა, ყველაფერს ამტვრევდა, მერე ბავშვი გაახსენდა და გვკითხა სად იყო , როდესაც ვუთხარით ხელი დასტაცა ბავშვს და გაიქცა, ვერ შევძელით გაგვეჩერებინა...
მეტი ვერაფერი გავიგონე მოვბრუნდი და ისევ გამოვვარდი საავადმყოფოდან , ჰენრის მანქანას მივვარდი და სასწრაფოდ დავქოქე. ვაწყდებოდი ქუჩებს, ბერლინის ყველა პატარა ქუჩა მოვიარე ალბათ იმ ღამეს , გამთენიისას ბენზინი გამითავდა და ისევ გრაუს სახლში მივბრუნდი... სახელოსნოს ცენტრში სკამზე იჯდა, მუხლებში პატარა არსება ეწვინა , პატარა თათებს უმწეოდ იქნევდა და ტიროდა , ის კი შუბლზე ეფერებოდა... ასეთი თბილი არასდროს მინახავს... როდესაც დამინახა თავისთან მიხმო :
- ხედავ? , ეს გერმანელი არც ისეთი ნაბიჭვარი ჩანს- და თბილად ჩაიცინა
- არა ბებრო , ის ყველაზე მაგარი გერმანელია - ვთქვი და პატარას თათი მუშტში მოვიქციე
- ხელში აიყვანე - ავტომატურად დავმორჩილდი
- კარებთან მიიყვანე , თბილად მოახურე და ჰაერი ჩაასუნთქე- მიკვრიდა მისგან ასეთი საქციელი , მაგრამ მაინც დავმორჩილდი...
- ეგ შენი უმცროსი ძმაა- მითხრა მან
- რათქმაუნდა... ის ჩემი უსაყვარლესი ძმაა - ვუთხარი მედა ბავშვს შუბლზე ვაკოცე
- მე ჩემი პორტრეტი დავხატე და მას მარკი დავარქვი - გაიცინა...
გასროლის ხმამ ერთიანად შემძრა, ბავშვი მაგიდაზე დავაწვინე და მთელი ტანით ფერდინანდისკენ გავიქეცი... სკამზე იჯდა... როგორც ყოველთვის , ძირში დაყვანილი ვისკის ბოთლი უძრავად იყო მიყუდებული გრაუს თლილ თითებს...
გარდაიცვალა....

უპატრონო ცხოველები, ძაღლთა თავშესაფარი და შინაური ცხოველების ყიდვა-გაყიდვა

კომენტარის დატოვება
მოგესალმებით მეგობრებო..

ჩემ ამ პოსტში რაზეც მსურს საუბარი ალბათ თქვენთვის უკვე ნათელია..

პირველ რიგში მინდა ჩემი უდიდესი სურვილი გამოვთქვა : მე მსურს საქართველოში შეიქმნას ცხოველთა დამცველი საზოგადოება, არა რაიმე გრანტებისთვის დაფუძნებული, არამედ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული და ეს ორგანიზაცია იყოს ქმედითი, თორემ ფურცლებზე შესაძლოა ეხლაც არსებობს.. შესანიშნავი იქნება თუკი ძაღლთა თავშესაფარი იარსებებს ამხელა ქალაქში, საუბარი არ მაქვს ჯიშიან ძაღლებზე, საუბარი მაქვს ნებისმიერი ჯიშის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარზე რადგან ის სადისტური ქცევა როგორც ჩვენთან უპატრონო ძაღლებს ექცევიან - მართლა ყოველგვარ საზღვრებს ცდება და ამის მოთემა მართლა ძნელია...

ჯიშიან ძაღლებს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში გაუმართლათ, ისევე როგორც ალბათ კატებს, რადგან ისინი უფრო ახერხებენ თავიაანთ თავის პატრონობას და ბევრად ნაკლებად ხდებიან მსხვერპლნი იმ სადისტური იარაღებით აღჭურვილი სამსახურისა რომელთაც უპატრონო ცხოველების განადგურება ევალება..
გასაგებია რომ არსებობს უსაფრთხოების წესები და ეს წესები დაცუილი უნდა იყოს ქალაქში რათა არ გახშირდეს დაკბენის ფაქტები, მაგრამ პრობლემის გადაჭრის მეთოდი თუ კიდევ ახალ პრობლემას წარმოშობს - ეს გამოსავალი შესანიშნავი ნამდვილად ვერ იქნება..

თუ არ დაიზარებთ თქვენც გამოთქვით თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და თავადაც მიუძღვენით თქვენს ბლოგებზე 1-2 სიტყვა ამ ფაქტს, იქნებ ვინმე ცოტა უფრო გავლენიანიც დაინტერესდეს ამ პრობლემით..

და ბოლოს, რაღაც კარგს მაინც ვიტყვი ამ პოსტში, მინდა შემოგთავაზოთ განყოფილება უფასო განცხადებების ვებ-გვერდზე, სადაც ნახავთ განცხადებებს კატების, ძაღლების, თუთიყუშების, თევზების და მოკლედ სხვადასხვა სახის ცხოველის ყიდვა, გაყიდვის თაობაზე :
ცხოველების ყიდვა/გაყიდვა

100 ადამიანი

1 კომენტარი
Download: Tricky%20-%20Hell%20is%20round%20the%20corner%20(2009%20remix).mp3


მიუხედავად იმისა, რომ აქ სრული სიწყნარეა, ზუსტად ამდენი ადამიანი შემოდის ყოველდღე ჩემს ბლოგზე იმის შესამოწმებლად, რამე ახალი ხომ არ დამიწერია.

ზოგი სერჩით ხვდება, ზოგი გამიზნულად, ზოგი შემთხვევით.

მე კიდევ აგერ უკვე მეოთხე თვე იწურება, რაც ხმა არ ამომიღია.

რატომ? საინტერესო არაფერი ხდება, რისი მოყოლაც მომინდებოდა? როგორ არა, მაგალითად შემეძლო დიდი აღფრთოვანებით მომეყოლა სტამბულის თრიფის შესახებ და რაც მთავარია იმის შესახებ რომ ბოლოსდაბოლოს Archive-ს კონცერტზე ვიყავი.

ოცნების ასრულებას ვერ დავარქმევ, რადგან არ ვიცი რას ნიშნავს ოცნება, არ მაქვს ოცნებები, როგორც ასეთნი. ბავშვობის ძველ ჩანაწერებში ბევრჯერ წამიკითხავს საკუთარი დასკვნა იმის შესახებ, როგორ მირჩევნია ფიქრი ოცნებას. არ ვიცი ალბათ ბევრმა ცნობილმა გენიოსმა უკვე თქვა ამის შესახებ რამე, მაგრამ ფაქტია ბავშვობაში ნაკლებად ვიცნობდი ცნობილ გენიოსებს, არც ახლა ვწყალობ მათ ფრთიან გამონათქვამებს დიდად.



ჰოდა ჩავფრინდით სტამბულში, დილის შვიდ საადზე და მერე მთელი დღე დავხარჯეთ ჰოსტელ/ჰოტელის ძებნაში, იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიზრუნეთ არაფრის დაჯავშნაზე, პრინციპით “სტამბული დიდია კაცო, რამეს როგორ ვერ ვიპოვით” და შესაბამისად ძალიან ამაყად გვეძინა ორი ღამე ბორდელში.

მერე რა? არც არაფერი, მაგაშია ვიტამინები. მუეჰეჰ.

აია სოფია ვერ ვნახე, დაკეტილი იყო, სამაგიეროდ მის პირდაპირ აღმართულ ლურჯ მეჩეთში შევტყაპუნდი შიშველი ფეხებით, რასაკვირველია. და რა თქმა უნდა მილიონი ტურისტის სხვადასხვა არომატნარევი ფეხის სუნთან ერთად, ფრიად მშვენიერი აურა დამხვდა შიგნით.

სურათი

და კიდევ ერთი რამ, რაც პრინციპში ჯერ არ მითქვამს, ვერ ვხვდები ჩადრიანი ქალი სიგარეტს რომ ეწევა, ან ჩადრი რატომ უკეთია ან სიგარეტს რატომ ეწევა. უბრალოდ ვერ ვხვდები, თორემ არ ვაპროტესტებ.

ერთი სიტყვით Archive-ს ლაივი ენით აღუწერელი იყო. უკვე ორი კვირა გავიდა და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ სათანადოდ, რომ ჩემგან მეტრნახევარში პოლარდი იდგა და Bullets-ს მღეროდა მთელი სულით და გულით.

სტამბული კი მხოლოდ იმით არის მომხიბვლელი, რომ უდიდესია, ძალიან დიდი ხანი რომ დადიხარ დადიხარ დადიხარ და მაინც ქალაქში ხარ. და კიდევ პირველად ვნახე კლასიკური საცობი, საათნახევარი ვიდექით საცობში და ერთი სიგნალის ხმაც არ გამიგია. აზრიც არ ჰქონდა პრინციპში დასიგნალებას, მაგრამ მაინც.

კიდევ რა მოგიყვეთ იმ 100 ადამიანს, ვინც ჩემს მიგდებულ ბლოგს ამოწმებთ ხოლმე ყოველდღე?

ნინი შერმადინზე მოგიყვებით თუ გინდათ. ერთი გოგოა ეგეთი, ადრე ნუცას სკოლაში იმღერა და მერე ცნობილი თუ ცნობადი სახე გახდა, ჰოდა ახლახანს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში გაემგზავრა, ბროდვეიზე უნდა, რომ იმღეროს.

წარმატებებს ვუსურვებდი მთელი გულით და სულით, რომ არა ის გაუგონარი ფაშიზმი, შოვინიზმი და *ლეიზმი რაც იქ გამოავლინა და მერე დიდი სიამაყით მოგვიყვა ამის შესახებ მთელ ერს.

ყველამ გავლანძღეთ ვისაც არ დაგვეზარა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ რა მოხდებოდა ებრაელების მაგივრად იეჰოვას მოწმეებზე რომ მოეყოლა იგივე? ბევრად ნაკლებნი გავლანძღავდით ალბათ.

ჰოდა ეგ არის ჩვენთვის ესოდენ დამახასიათებელი მოჩვენებითი და ფარისევლური დემოკრატია და ლიბერალური ღირებულებები, სინამდვილეში.

დაკვირვებულები ხართ, რომ ადამიანები არც კი კითხულობენ რა კონტექსტში ახსენებ ჩვენს პატრიარქს ან საპატრიარქოს, მყისიერად იშმუშნებიან და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.

ზოგი უფრო შორს მიდის და ეგრევე გინებაზე გადმოხტება ხოლმე, მაგრამ მაგათზე არ ვლაპარაკობ. ამ წუთში იმათზე ვამბობ, ვინც ხვდება, რომ მთლად საგინებელი არ ხარ, მაგრამ “აი რაღაც ვერ არის რიგზე” და იშმუშნება, ამათგან უფრო გაბედული ვინც არის, ის მოკრძალებულად მოგიწოდებს, რომ “პატრიარქზე ასეთი რამეების თქმა არაა ლამაზი”.

ჰოდა მე ეს უფრო მაღიზიანებს ვიდრე მაგინებელნი, იმიტომ, რომ იმათთან გასაგებია, რომ ვერ დაილაპარაკებ ვერაფერზე, დაბლოკავ და გააგრძელებ ცხოვრებას. მაგრამ ამათთან, ნაზად გამპროტესტებლებთან, თან გინდა რომ აუხსნა რომ “არაფერი ისეთი” არ გითქვამს, და თან ამის ნერვებიც არ გყოფნის.

კიდევ რა? ალბათ უფრო ხშირად დავწერ რამეს აქ, ვიდრე აქამდე.

არა, ვიტყუები. ტრადიციული გაგებით “ბლოგერი”, ყველაფერზე რომ წერს, მგონი ნელ-ნელა აღარ ვარ. ზუსტად არ ვიცი როგორ და როდის გადავეჩვიე, მაგრამ ფაქტია რაღაც მნიშვნელოვან ამბებსაც აღარ გიყვებით “ნიტოშტო” დილით რა ვჭამე.

ეს მოპირადო პოსტიც კი მეხამუშება ცოტათი, დიდი ხანია ასეთი არ დამიწერია, ფეისბუქს მიაქვს ყველა საინტერესო ამბავი ნაწილ-ნაწილ.

ჰო ფეისბუქზეც უნდა მოვყვე რამე, დამღალა!

ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი მოსაბეზრებელი თუ შეიძლებოდა გამხდარიყო. ერთი და იმავე ხალხის სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა ხალხის ერთი და იგივე აზრები, ფეიჯებიფეიჯებიფეიჯები, დაალაიქეთ, დააშეარეთ, ფეისბუქი ჩარიცხავს 10 ცენტს ყველა შეარზე, პატრიარქი აკაკუნებს კარზე დაალაიქე თუ შემოუშვებდი, გაიგე რომელის სახეობის თევზი ხარ..

come on!

მოკლედ რთულია ეს ცხოვრება რა.. სურათი

და გზაზე მიდის ერთი მანქი.


http://feeds.wordpress.com/1.0/comments/mymoone.wordpress.com/2534/ სურათი

Source

ავტო ავარიები

კომენტარის დატოვება
მიუხედავად იმისა, რომ ავტო ავარია ზოგადად არ არის სასურველი ფაქტი, რატომღაც ამ პროცესის ყურება საინტერესოა. ეს განსაკუთრებით მათთვისაა სასარგბლო ვისაც სისწრაფე და დალევა უყვარს საჭესთან...

ამ ვიდეოების ყურების შემდგომ მაინც იქნებიან ფრთხილად :)

ავტო ავარიების პლეილისტი

მიყვარხარ

კომენტარის დატოვება
უკვე რამდენი მალბორო ჩავწვი
უკვე რამდენი ფურცელი დავწვი
უკვე რამდენჯერ დაიწყო თოვა
უკვე რამდენჯერ ვიკიტხე მოვა?
უკვე რამდენჯერ ვერ ვხვდები.. წავა?
უკვე სიზმრადაც სენ გხედავ მართლა
უკვე სიტყვებმაც დაიწყეს წასვლა
უკვე მუზამაც დაკარგა ფაზა
უკვე მეტალებს მოუწევს ჟანგვა
უკვე გულმაც კი დაიწყო დაშლა :sorry:

შენ

კომენტარის დატოვება
წვიმის წვეთები თვალზე ცრემლად დამედინება,
ნელი სიო თმაზე ჩუმად მეალერსება...
ვიღაცა ისევ სიყვარულზე მეჩურჩულება...
ჩემი გული კი უღალატოდ შენ გელოდება...

............

კომენტარის დატოვება
ამფითეატრი, მშვენიერი შენობა სახლში,
ჩემი სიმშვიდე მთელი მასის ერთგული ცასთან,
თეთრი ხელები, როგორც გედები და სიყვარული ოცნებას მალავს,
რადგან თქვენ ყველა დადიხართ მარტო, თან ისე მარტო არც კი იღიმით,
მე მომინდება ბევრი გიღიმოთ და გავსხნა კარი, ეზოში გელით.
სიცილი, როგორც კისკისი წყალში შავ-თეთრ გველებთან,
მე მომინდება ქალებს გიყუროთ გრძელი კაბებით და სექსის გამო ჩვენში მოკვდეს მთელი დროება,
რაც იყო გუშინ ანუ ლოცვა არაგულწრფელი და აღელვება აღიგზნება,
როცა თქვენ ღამე ჭერს უყურებთ ფალოსით ხელში.
რისთვის წაიღო რეალობა ეშმაკმა ქალთან
და შეეწირა სრულ სიმშვიდეს სრული აღგზნება,
გული კი ისე შეიბოჭა შამნთან თამაშში,
თქვენ შეგიძლიათ ორალური პოეზიის ლექსები წეროთ,
თქვენ გაქვთ უფლება სიკვდილთან თამაშის, როცა ცდუნდებით თეთრი ხელებით
და თქვენს ფანჯრებთან ჩუმად მოვლენ მტრედები ხველებით,
რადგან მათ გადასცდათ თქვენს მიერ დაყრილი ნამცეცი ფანჯრის რაფაზე,
თითქოს თვალებით დაამადლეთ პურის ნამცეცი.
ააა, გამახსენდა, თქვენ ხართ ტუსაღები საკუთარი თავების,
თქვენ გეშინიათ რეალობის, რადგან მძიმეა,
თქვენ გიხარიათ ბევრი ფული, ხარჯავთ,
ხარჯავთ და ცდილობთ დროის გაყვანას,
არაფერს ითხოვთ,
რადგან თავად არაფრები ხართ,
თქვენ ჩემი თვალებით დანახულნო
ქუჩაში დაბნეულ ბავშვებს აშინებთ,
ყველა აკრძალვას ჩუმად უძლებთ და მხოლოდ საკუთარ თავში ჩაკეტილებს,
გსურთ აკოცოთ ლითონის ჯვარს და
თქვენი ბილწი პირით ეკლესიიდან გამოსულებს ნება გაქვთ ყველაფრის
სექსის და წერაქვით ქუჩები ანგრიოთ,
რადგან მე მასში მხოლოდ ვხედავ მათხოვრებს ცრემლით,
თქვენ შეგიძლიათ სახლში დარჩეთ იქ იმათხოვროთ,
თქვენ ბედნიერი ერის შვილები სიკვდილს ნუ ელით,
ის არ იქნება, ის ახლა არის და ეს სიკვდილი თქვენთვის დღეს მე ვარ.

(......)

კომენტარის დატოვება
გული ისე მტკივა მინდა რომ ვიღაცამ ამომგლიჯოს და სადღაც შორს წაიღოს... რაღაცნაირად სიცოცხლის სურვილის მობეზრებას ვგრძნობ და თითქოს ვაცნობიერებ ყველაფერს, რასაც აქამდე არ ან ვერ ვამჩნევდი... მათ სახეებს ვისაც ვუყვარდი თუმცა მე არასოდეს გამომიხატია ის, თუ როგორი ძვირფასები იყვნენ ისინი ჩემთვის... ალბად არ შემეძლოოო არ ვიცი რატომ... ახლა კი როცა თითქოს ყველაფერი მივიღე რაც მსურდა საუკუნოდ დავიცალე და გულიც უკვე სუსტად ფეთქავს ჯერ კიდევ თბილ მკერდში... თუმცა ერთი წამიც კმარა რომ გულმა ფეთქვა შეწყვიტოს მკერდი კი გაცივდეს.... ბახ...!!!

გამოიმუშავეთ ფული

კომენტარის დატოვება
ფულის შოვნა ინტერნეტ სივრცეში ძალიან ადვილია უბრალოდ მას უნდა დღეში დაახლოებით 10-20 წუტი. ამ თემაში მე თქვენ წარმოგიდგენთ ქართულ საიტს adfgel.com საიტი გვაძლევს შემოსავლის მიღების რამდენიმე საშუალებას ესენია:

1.კლიკები(1თ.-45თ.)

2.წერილები(1თ.-6თ.)

3.დავალებები(1თ...)

4.იღბლიანი ლოტო(სადაც თამაშდება ტელეფონები სმარტფონები...)

5.იღბლიანი ჭიქები(1თ.25თ.)

6.რეფერალები(1თ.)

7.რეფერალების ბირჟა(სადაც შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი რეფერალი)

8.ბონუსი(+4თ. ყოველ 24-სთ ში ერთხელ)

საიტიდან ფულის გამოტანა შესაძლებელია ტელეფონის ან emoney-ს საშუალებით მინიმალური გამოსატანი შეადგენს 1 ლარს

საიტზე ასევე შეგიძლიათ დაარეკლამოთ თქვენი პროდუქცია

თუ გინდათ გახდეთ ჩემი რეფერალი და ჩემგან მიიღოთ ყოველ კვირა 34 თეთრი.მაშინ დამირეფერალდით მე (ეს შემოსავლის მიღებაშიც დაგეხმარებათ და ასევე გენქებათ მაღლი რანგი საიტზე რადგან მე ვარ +200 აქტიური მომხმარებელი ამიტომ თქვენ ისარგებლებთ ბონუსებით ამით მეც მარგებთ და თქვენს თავსაც)

სარეფერალო ლინკია: http://adfgel.com/?r=toka

აბა ვიწყებთ ყველას წარმატებები!! თუ რამე კითხვა გავქთ მომწერეთ

100 დოლარად გავტეხავ ნებისმიერ ეწლ ფოსტას.

2 კომენტარი
100 დოლარად გავტეხავ ნებისმიერ ეწლ ფოსტას.ოდნოებს,ფეისბუკს და ა შ. თანხის გადახდა ხდება მას შემდეგ როცა გავტეხავ და გამოგიგზავნით დამადასტურებელ საბუთს იმისა რომ ფოსტა გატეხილია.

Déjà vu

1 კომენტარი
სურათი

Déjà vu, from French, literally “already seen”, is the phenomenon of having the strong sensation that an event or experience currently being experienced had been experienced in the past.

რაღაც დაავადებასავითაა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებს, მაგრამ ვერასდროს ვერ აბამდი ექიმთან მისვლას და მკურალობის მთლიანი კურსის ჩატარებას თავს.
ბოლოს მიხვდი, რომ სხვა გზა არ გაქვს, ფეხზე უნდა დადგე და გამოკეთდე. შენმა მეგობრებმა გაიძულეს, ექიმთან ვიზიტზეც ჩაგწერეს, წამლებიც გიყიდეს, სახლამდეც მოგაცილეს და წავიდნენ.
შენ კიდევ იცი, რომ ძალიან გაგიჭირდება, იცი, რომ წინ ტკივილის იმაზე მწვავე შეტევები გელის, ვიდრე აქამდე.
იცი, რომ ვეღარ გადადებ, ვერც გაიქცევი, ტკივილი მდევარი ხომ არაა უკან გამოგეკიდოს, შენთან ერთად გამოიქცევა.
იცი, რომ ყველა კარადა უნდა გამოაღო, ყველა ფანჯარა დაკეტო, ყველა ქილას ახადო თავი და მარტო დარჩე.
იცი, რომ ყველა დავიწყებული მიმოწერა უნდა წაიკითხო, ყველა ქუჩაზე უნდა გაიარო, ყველა სკვერში ჩამოჯდე და გაიღიმო.
იცი, რომ იმდენი ფინჯანი ყავა და ჩაი უნდა დალიო, რამდენიც ერთად დაგილევიათ, იმდენჯერ ისეირნო მარტომ, რამდენჯერაც ერთად გისეირნიათ, იმდენჯერ იმღერო ერთად ნამღერი სიმღერები, რამდენჯერაც გიმღერიათ.
იცი, რომ ყველა კერძი უნდა მოიმზადო, რომელიც შენთვის მოუმზადებია, ყველა ღვინის ბოთლი გახსნა, რამდენიც გაუხსნია, ყველა კარი გამოაღო, რომელიც შენთვის გამოუღია და ყველა ფილა შოკოლადი იჩუქო, რამდენიც უჩუქებია.
იცი, რომ ყველა გაჩერებაზე უნდა დადგე და ელოდო.
ყველა ნაჩუქარი ნივთი ერთად მოაყუჩო და მერე ისევ ადგილებზე დაალაგო.
იცი, რომ არც ერთი მოგონება არ უნდა გამოგრჩეს, არც ერთი დღე არ უნდა დაგავიწყდეს, არც ერთი წყენა ან გაღიმება, არც ერთი სიცილი, არც ერთი ადგილი, სადაც უკოცნია, სადაც უკბენია და ენა აუსვამს.
იცი, რომ მისი ნარჩევი ყველა ფილმი უნდა ნახო და ყველა წიგნი წაიკითხო, ყველა თამაში დახურო, რომელიც ერთად დაგიწყიათ, იმდენი პორნო უნდა ნახო, რამდენზეც გილაპარაკიათ.
იცი, რომ იმდენჯერ უნდა გახვიდე ქალაქიდან, რამდენჯერაც ერთად გასულხართ.
იცი, რომ იმდენჯერ უნდა შეიკრა თასმა, რამდენჯერაც მას შეუკრავს შენთვის.
იცი, რომ ყველა კამათი უნდა გაიხსენო, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი შეცდომა.



იცი, რომ უნდა გამოკეთდე.

სურათი

ეს მიწისქვეშა გადასასვლელის შუაში დგომაა, როცა არ იცი, რომელ მხარეს გჭირდება ასვლა, რომ სახლში მოხვდე.

ყელში გაჩხერილი ბურთია, როცა ერთადერთი რაც გინდა, ძალიან გრძელი, სტერილური ნემსით ყელიდან ცრემლების ამოტუმბვაა ისე, რომ არც ერთი არ დაგრჩეს.

ძვლებამდე მიმტანი და აკანკალებამდე მიმყვანი ყინვასავითაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება გაზაფხული.

იცი, რომ ვეღარ გადადებ, ვერც გაიქცევი, ტკივილი მდევარი ხომ არაა უკან გამოგეკიდოს, შენთან ერთად გამოიქცევა.

კარგად იფუთნები მეგობრების მიერ მოტანილ პლედში, იყუდებ მათ მიერ დამზადებულ ჭიქა ჩაის და იწყებ მკურნალობას, ნელ-ნელა, მონოტონურად და მტკივნეულად.

რახან დაიწყე, ბოლომდე უნდა მიხვიდე, ამ ტკივილს რაიმე შედეგი უნდა მოჰყვეს, ყელში გაჩხერილი ბურთი უნდა გაქრეს, უნდა გაიხსენო მიწისქვეშა გადასასვლელში რომელია შენი ამოსასვლელი.

დაავადება, რომელიც წლებია გაწუხებს, უნდა მოირჩინო და დაივიწყო, რომ შემდეგ ხანგრძლივი ტკბილი ძილით იძინო. გადამფრენი ჩიტივით თბილ ქვეყნებში გაფრინდე, რომ შემდეგ თავიდან დაბრუნდე, თავიდან გაიღვიძო და თავიდან აიტკიო თავი, გამოაღვიძო მიძინებული დაავდება, რომელიც სინამდვილეში არასოდეს განიკურნება და სამუდამოდ რჩება სისხლში, უბრალოდ შეგიძლია არ გამოაღვიძო ხოლმე, მაგრამ არ გამოგდის არც არასდროს გამოგივა.

Déjà vu, from French, literally “already seen”, is the phenomenon of having the strong sensation that an event or experience currently being experienced had been experienced in the past.

სურათი


http://feeds.wordpress.com/1.0/comments/natnoideaz.wordpress.com/606/ სურათი

Source

ფილმებში ხომ ასე არ ხდებოდა...

კომენტარის დატოვება
თავზე ვადექი... ჩემს წინ ნაწამები და დაჩეხილი გვამი ეგდო, თავი ფილმში მეგონა და სულაც არ მსურდა დამეჯერებინა , რომ ეს მე ჩავიდინე. გაღიმებული დავყურებდი და თავი , რომელიღაც იაფასიანი ჰოლივუდური ფილმის მსახიობად წარმომედგინა , რომელიც ანტიგმირების სათამაშოდ დაბადებულა. ვიღიმოდი და ბუნებრივად მიმაჩნდა ჩემი საქციელი, თითქოს მშვენიერებასაც კი ვხედავდი ამ ნაწამებ სხეულში. ირგვლივ სასაფლაოს სურნელი ტრიალებდა , გვიან შემოდგომაზე , რომ იცის ხოლმე , მივდიოდი და ფეხქვეშ მუხის გაუფერულებული ფოთლები შრაშუნებდნენ, თითქოს მემშვიდობებოდნენ , თითქოს უკანასკნელად ვიყავი აქ საკუთარი ფეხით ამოსული. წყაროსთან მივედი და წყლის დალევა დავაპირე როცა უცბად შორიდან ზარების რეკვა შემომესმა, ავტომატურად მარჯვენა ხელის სამი თითი შუბლისკენ წავიღე, მაგრამ უცბად შუბლიდან რამოდენიმე სანტიმეტრში გავაჩერე , სიმწარე მომაწვა თვალებში , ხელები ჩავუშვი და მუხლებზე დავეცი , ხარხარი მომესმა , ვიღაც უგულოდ ხარხარებდა სასაფლაოს წყვდიადში , წამით შიშმა გამიარა , მაგრამ მალევე გავაანალიზე , რომ მე ვხარხარებდი...
ისევ ღამით გამეღვიძა, თავისებური ინსომნია მჭირს, რამდენი ხნის უძილოც არ უნდა ვიყო ღამით ვერ ვიძინებ , ყოველთვის დღე მძინავს და ღამე ვმოქმედებ. წამოვდექი და აბაზანაში შევედი, სახეზე წყალი შევისხი და სარკისკენ მივბრუნდი , ჩემდა გასაკვირად გუშინდელი ღამის შემდეგ (მიუხედავად იმისა , რომ ეს ჩემი პირველი მკვლელობა არ იყო , პირველად ვაწამე მსხვერპლი) სახე არ შემცვლოდა , ისეთივე უცოდველი სახე მქონდა , როგორც ყოველთვის , გამეღიმა... სიმწრით თუ ცინიზმით არ მახსოვს... სარკეს მუშტი დავარტყი და ჩავამტვრიე , დასისხლიანებული ხელით ერთი ნამსხვრევი ავიღე და ხელზე ამოჭრას მოვყევი : "Satana sum et nihil humanum , a me alienum puto"... დიდხანს ვარჩევდი რა ჩამეცვა , ბოლოს კი არჩევანი შავ ტყავის შარვალზე , წლების წინ შეძენილ Nocturnal Depression-ის მაისურზე, ტყავის მაღალძირიან ბათინკებსა და გრძელ შავ ტყავის პალტოზე შევაჩერე, სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილი სახით მოვიხურე სახლის კარები. სადარბაზოს გამოსასვლელში წინა დღეს "მოცილებული" , ერთი კაფსულა მორფი ვიპოვე, ჩემდა გასაკვირად ისევ იქ იყო , სასწრაფოდ ავუარე ჩემს მეზობელს და ნემსი ვთხოვე, მის სააბაზანოში გავიკეთე და ერთი დოზაც დავუტოვე, საწყალი ნარკუშა იყო და ყოველთვის ვაძლევდი ხოლმე ცოტ-ცოტას.

ყოველ საღამოს სხვადასხვა კაფეში ვატარებდი , არ მინდოდა კვალი აეღოთ, ვეძებდი ერთი ტიპის ადამიანებს :

სქესი : მდედრობითი
ასაკი : 19 - 21
კანის ფერი : თეთრი
თმის ფერი : შავი
თვალები : მწვანე
სიმაღლე : 1.60 - 1.65
წონა - 55 - 60 კგ

საკმაოდ იშვიათი იყო თუმცა პოვნას მაინც ვახერხებდი , იმ დღესაც შევამჩნიე ერთი გოგო , მაშინვე ვიგრძენი , რომ ჩემი კლიენტი იყო. მის მაგიდას მივუახლოვდი და დაჯდომის ნებართვა ვთხოვე. ადვილად ავეწყვეთ საუბარში , საკმაოდ ბევრიც დავლიეთ და ბოლოს სახლში გაცილება შევთავაზე. სულელი გოგო დამთანხმდა... სასაფლაოსკენ გადავუხვიე , წიოკი ატეხა, რომ აღარ გაჩუმდა იძულებული გავხდი იარაღის ტარი ჩამერტყა. მანქანიდან გადმოვათრიე და აკლდამის კარებთან დავაგდე, კარებზე ჯვარცმა უკუღმა გადმოვატრიალე , კუთხეებში მყოფი ჯვრები კი დიაგონალზე, ძველმა ქვებმა იგრუხუნა და კარები გაიღო , ოჰ რა ძვირფასი იყო იმ წამს შინ დაბრუნება. აკლდამაში შევათრიე და მაგიდაზე დავაწვინე , ხელები და ფეხები მაგრად დავუმაგრე და იქვე კუთხის სიბნელეში ჩამოვჯექი , ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა და თან ბიბლიის კითხვა განვაგრძე. სიმართლე , რომ ვთქვა ბიბლიისა არასდროს არაფერი გამეგებოდა , მაგრამ ასე უფრო ვგავდი მანიაკს ჰოლივუდის ფილმიდან. გაიღვიძა ,როგორც იქნა გაიღვიძა , ქათქათა და უნაკლო კისერი , რომელიც ასე ძალიან მიზიდავდა ყოველთვის მათში , წამოყო და ირგვლივ მიმოიხედა , შემდეგ თოკებს დაეხადა და უძლურად დაუშვა თავი მაგიდაზე. ჩემი დროც დადგა, გამოვედი სიბნელიდან და ცინიკური იერით საწამებელი იარაღების ხელში ტრიალი დავიწყე, ის კი მიყურებდა , სრულიად მშვიდად და გულის სიღრმეში ძალიან მაშინებდა.

-რას აპირებ? - მკითხა და გამიღიმა... უნაკლო ღიმილი ჰქონდა, წამით გავშეშდი და სად წამეღო თვალები აღარ ვიცოდი, თუმცა თავი მაინც დავიმორჩილე.
-უნდა გაწამო , მანამ სანამ არ ვიგრძნობ , რომ შენი ხვეწნა მოკვდინების შესახებ გულწრფელია - ვუთხარი და ცინიკურად ჩავიცინე. მისი თვალები წამითაც არ მაშორებდნენ მზერას, ვეღარ ვუძლებდი , მეშინოდა, უმწეო ბავშვივით ვგრძნობდი თავს , როცა ასე საოცრად მიყურებდა... არა თავს არ ვიმართლებ , მაგრამ მეტს ვეღარ გავუძელი და ამოვუშანთე... ვაწამებდი და მისი კივილი მსიამოვნებდა, მსიამოვნებდა იმის წარმოდგენაც კი როგორ იტანჯებოდა... დიდი ხნის წამების შემდეგ გაჩუმდა, როგორც ყველა დამწყებს წამების საქმეში , ნაადრევად შემომაკვდა. სხეული აკლდამიდან ამოვათრიე და უკვე გამზადებულ საფლავთან მივიყვანე. დავხედე , ისე როგორც ყველა მსხვერპლს ვუყურებდი...

ჩემს წინ იყო გვამი , თვალებ ამოშანთული გვამი , რომელიც მიყურებდა, უმოწყალოდ დათხრილი თვალებიდან , ისევ ისეთი საოცარი სითბოთი მიყურებდა... გავრბოდი , მაგრამ მაინც არ მშორდებოდა მისი თვალები , გამუდმებით ვგრძნობდი კანზე მისი ხელების შეხებას, სასაფლაოს ტიპიური სუნის ნაცვლად მისი თმის სურნელი მცემდა და აღარ იყო აღარაფერი ჩემს სამყაროში , რაც მას არ უკავშირდებოდა. წყაროსთან მივირბინე, წყალი შევისხი და კვლავინდებურად ზარების ხმა გავიგე , დავჯექი და წყაროს მივეყუდე , ხარხარის ხმა ჩამესმოდა... ოჰ ყველაფერს მივცემდი , ოღონდ ეს ხმა ჩემი ყოფილიყოს , მაგრამ არა ეს რაღაც სხვა იყო... უეცრად ვიგრძენი , როგორ შემოიჭრა ჩემში წყვდიადი , ხელი მომხვია და უფსკრულში გადავეშვით... წარმოუდგენელი სისწრაფით მივქროდით უფსკრულში , ირგვლივ სრული სიბნელე იდგა... მხოლოდ მათ ვხედავდი... თვალებს... უთბილეს თვალებს...
მე მხოლოდ აკლდამის კედლებმა დამიტირეს, ერთადერთმა მეგობრებმა , რომელთაც ჩემი ყველა მანკიერება ენახათ, მათ ყოველთვის იცოდნენ ჩემი ტკივილი და ვეცოდებოდი... მუხის ფოთლებმა მუქარა შეასრულეს და შემოდგომასთან ერთად გამისტუმრა პირქუშმა ბუნებამ...

მე-ნატვრებიიი...

კომენტარის დატოვება
ძნელია როცა იცი რომ მარტო ხარ ამ ქვეყნად... ძნელია როცა კარგავ ცხოვრების აზრს და რჩები მარტო... სრულიად მარტო...ამ დროს ყველა გეუბნება რომ მარტო არ ხარ, ყველა ამ დროს გეხმარება და გეპირფერება...
სინამდვილეში არ დაიჯერო... ყველაფერი ტყუილია... ეს ხალხიც ტყუილია...
ფუჭი დახმარება, მათი ნაძალადევი ღიმილი, ნაძალადევი სიტყვები რომელსაც ვალდებულება ძალით ათქმევინებს ხოლმე... ყველაფერი ტყუილია... ტყუილი...
არ მჯერა...
არ მჯერა რომ დაგკარგე... არც ის მჯერა რომ დამტოვე მარტო... ამბობენ დრო კურნავს ტკივილებსო მაგრამ ასე არ არის... დრო ვერ უშველის, ვერ განკურნავს იმ იარებს რომელიც შენ დამიტოვე...
და ყოველდღე უფრო და უფრო ვსუსტდები... უფრო და უფრო მტკივა ფილტვები უშენობით განცდილი ჰაერით... ვსუსტდები როცა შენთან ერთად გატარებულ წუთებს ვიხსენებ,,,
ვსუსტდები...
მინდები... უაზროდ მჭირდები...
ტკივილამდე მე-ნატვრებიიი...

ბიჭუნა ზოლიან სამოსში

1 კომენტარი
სურათი
შაბათი დღე იყო,სადღაცც 8:00 საათი იქნებოდა,ჩემი ფეისბუქის ერთერთმა ფრენდმა დადოო ბიჭუნა ზოლიან სამოსში ამ ფილმის ლინკი და მეცც გადავწყვიტე რომ მეყურებინა ეს ფილმი. ფილმი გადაღებულია 2008 წელს,რეჟისორი გახლავთ მარკ ხერმანი ,მონაწილეობენ: ასა ბატტერფილდი, ვერა ფარმიგა, კარა ხორგანი, ჟუჟა ხოლლი, ემბერ ბიტტი, ლაზლო არონი, დევიდ ტიულისი,გავაკეთებ ფილმის პატარა მიმოხილვას:ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება და რვა წლის ბრუნოს უმანკო თვალით არის დანახული. ის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილია. ბრუნოს და შემთხვევით გაცნობილი, ღობის მეორე მხარეს მყოფი ებრაელი ბიჭუნას მეგობრობას წარმოუდგენელ შედეგებამდე მივყავართ.
http://geoargo.com/?p=518

ლამაზი ოცნება

2 კომენტარი
მინდოდა ლამაზი ოცნებით მეცხოვრა,
ოცნების ახდენაც, როგორმე შემძლოდა,
ამიხდებოდა, არ ამიხდებოდა,
ლამაზი ოცნება, მაინც მექნებოდა.

ოცნება არ ხდება, რას დაბოდიალობ!
დაეგდე სახლში ნუ დაწოწიალობ,
მირჩევდნენ, მტუქსავდნენ, გარშემო მყოფები,
ოცნება არა ის, აქ ნუ იმყოფები.

სხვაგანაც წავედი, ყველგან დავიარე,
ოცნების ძებნაში მთებს გადავუარე,
მინდოდა მეპოვნა, ლამაზი ოცნება,
ისეთი ვინც ჩემსას, არ გაიოცებდა.

სადღაც, შორს თუ ახლოს, ოცნება ვიპოვე!
ვუთხარი მიყვარხარ, შენთან დამიტოვე,
სულ მეყვარები, თუ გადაგიყვარე,
აი, ჩემი გული, ზედ გადაიარე.

ერთი გაიცინა, თვალით გაანათა,
ლამაზი ბაგიდან, სიტყვაც დაამატა:
"წადი სხვა იპოვე, მე შენ არ მიყვარხარ,
და რომ შემიყვარე, ამის ღირსიც არ ხარ.

თავი ჩამოვაგდე, გული დამიღონა,
თურმე იმ ოცნებამ, უკვე დამიმონა,
ლამაზი ოცნება ბუშტივით გაქრა,
ჩემი სიცოცხლეც ოცნებას გაჰყვა.
[attachment=14278:Love-You-Love-You-Not-1600x900-wide-wallpapers.net.jpg]

თათოს

კომენტარის დატოვება
* * *
გამოთხოვება შენთან
აღარასოდეს,
ამოდის მზე და ვეგებებით
ცისფერ განთიადს.

მე და შენ ორნი,
არავინ სხვა, მე და შენ ორნი,
შევერთდებით ცის დასავალზე,
მზე ამოვა და შენ დადნები
სიყვარულისგან.

სიცისფრე,სილურჯე
და სიყვარული.
მე კი ერთგული მარად შენი,
მარად და მარად.


* * *

დავიბრუნოთ სიყვარული
ვეზიაროთ ჩვებ სიცოცხლეს,
გავიაროთ ეს ჭაობი
და ტკივილი წავა ისევ.

მეძინება, ფეხის კუნთებს
ტკივლისგან უნდათ დაცლა,
მშვიდობით დღეს ჩემო ცოლო
ხვალ მე მოვალ, გეტყვი სალამს.

მე წავიყვან ქერა დედას,
მე წავიყვან ქერა ნიკოზს,
მე ჩავიცმევ ანაფორას
და ვილოცებ ერთად ვიყოთ.

აშშ–ს ქარის ენერგიის პოტენციალი

კომენტარის დატოვება
სურათი

ფოტოს სხვა საიტზე დადება და მისი გამოყენება მისი ავტორების უნებართოდ ითვლება როგორც ინტელექტუალური საკუთრების ხელჰყოფას

"ენერგო ბლოგისა" და "ასტრომოყვარულთა კლუბის" პროექტი "ენერგეტიკა ფოტოშოპში"
გამარჯობა! ამჟამად ჩვენ გვაქვს 308 ბლოგი, ჯამში 980 ჩანაწერით და 651 კომენტარით.
უკანასკნელი ბლოგის ავტორია _Violet_  . ხომ არ გადახედავდი?

ბლოგების სია

  • ჩვენება
  • დალაგება
  • თითო გვერდზე

0 წევრი ათვალიერებს ბლოგს

0 სტუმრები, 0 ანონიმური წევრები