Fao-ს ბლოგი - ფორუმი teen.ge

გადახტომა კონტენტზე

გამოიწერეთ         RSS-არხი

ბებო და ბაბუ.

კომენტარის დატოვება
ბევრი მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებო და ბაბუ მახსენდება.
ბაბუ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბებო დარჩა, ჩვენთან ცხოვრობს.
არც ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად.
ფაქტია, ძალიან ბევრი..
არც ის ვიცი, რა პრობლემები ქონდათ, რაზე კამათობდნენ, უფიქრიათ თუ არა დაშორებაზე, ვიცი მარტო ის,
რომ ბებო დღემდე ძალიან თბილად იხსენებს და ამბობს, რომ საუკეთესი ქმარი ყავდა და
რაც ის გარდაიცვალა, თავადაც აღარ ცოცხლობს.
ხშირად მიყვება ხოლმე, როგორ უყვარდა ბაბუს და როგორ ვერ უბედავდა თქმას.
როგორ აწვალებდა ბებო.
როგორი წყვილი იყო და როგორ მოსწონდა ყველას.
როგორი ოჯახი შექმნეს, როგორ ზრდიდნენ შვილებს.
მე ბაბუ უკვე მოხუცი, თეთრი თმით და წვერით მახსოვს.
უზომოდ თბილი ადამიანი იყო.
ისეთი თბილი, აგრესია ვერასოდეს რომ ვერ გაგიჩნდებოდა.
ხშირად მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს
და ყოველთვის, როცა ბებოს თვალებში ბაბუს გახსენებაზე მომდგარ ცრემლს ვხედავ,
ვხვდები, რომ შეიძლება.

სურათი


Filed under: დღიური, ჩანახატები.., Posts.. Tagged: ბაბუ, ბებო, დღიური, სხვისი ჭირი, ჩანახატები.., ცხოვრება, წარსული, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/687/ სურათი

Source

ბნელა, ანუ Everything’s better with explosions!

2 კომენტარი
ძალიან ბევრი პოსტი დაიწერა 17 მაისის შესახებ, ვიცი, მაგრამ მინდა მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
ვერავის შევპირდები, რომ ცენზურა დაცული იქნება, თუმცა ვეცდები.
მოკლედ.
არც ჰომოფობი ვარ და არც მათი საწინააღმდეგო მაქვს რამე. ვისაც უნდა ტრა*ს მიცემს, ვისაც უნდა პირს და ა.შ.
არავის საქმე ეგ არაა.
უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საკმაოდ საინტერესო ადამიანია და როცა ჩემთვის ადამიანი საინტერესოა, სულ ფეხებზე მკიდია გეია, ლეზბოსელი თუ ბისექსუალი. მისი ორიენტაცია მასთან მეგობრობაში ხელს ვერ შემიშლის, არც არასოდეს შეუშლია, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა, პარადების მოწყობა მაინც არ მიმაჩნია სწორად.
თუნდაც იმიტომ, რომ სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 90% ჰომოფობია (თუ მეტი არა) და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ჰომოფობიის ზეიმის დღედ იქცევა-ხოლმე. (ჩვენ ხომ ყველაფერში ორიგინალურები ვართ).
ამიტომ ვთვლი, რომ გეი პარადის მოწყობა იყო *ობა.
მეორე მხრივ, LGBT საზოგადოების წინააღმდეგ გამართული ვითომ და “ლოცვითი აქცია” იყო Epic *ობა.
იმიტომ, რომ როცა აქციას არქმევ “ლოცვით აქციას”, მაშინ სკამებით და ჭინჭრებით არ უნდა დარბოდე, ავადმყოფივით ყველა ავტობუსს და სამარშუტო ტაქსს არ უნდა აეკიდო და აზიანო იმ მიზეზით, რომ “შესაძლოა იქაც იყვნენ ლგბტ მგზავრები”.
საშინელებაა, როცა “ტაბურეტკით” შეიარაღებული სასულიერო პირი დედის გინებით დარბის წინ და უკან სურათი
მერე ასეთები გამოვლენ და დაიწყებენ ქადაგებას მოყვასის პატივისცემაზე და ძალადობის უარყოფაზე, ბიჩ ფლიზ!
ყველაზე მეტად რამაც გამომაშტერა იყო ჩემი ჰომოფობი Facebook friend – ების რეაქცია ამ ყველაფერზე.
ისე ამაყობენ მომხდარით, გეგონება მართლა გმირობა ჩაიდინეს.

სურათი

სურათი დეგენერატი ცხოველები რომ ხართ, ამას ეს ფოტოც ამტკიცებს.
ეს გოგო არც LGBT – ს მხარდამჭერი იყო და არც მოწინააღმდეგე აქციის მონაწილე.
ჟურნალისტია უბრალოდ და ასეთ მდგომარეობაშია ახლა.
ვიმეორებ, უბრალოდ ჟურნალისტი, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებდა.
კიდევ იამაყონ იმით, რომ ჩამოსხმული *ები არიან სურათი
და ბოლოს, დავამატებდი იმას, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით სურათი
ტრაკში ვართ.
თან ისეთ ტრაკში, კიდევ დიდ ხანს რომ ვერ გამოვაღწევთ.
თუ გამოვაღწიეთ ოდესმე.

სურათი


Filed under: წერილები .. Tagged: *ები ყველგან, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/679/ სურათი

Source

ჩვენ.

კომენტარის დატოვება
სურათი



ჩვენ ვიქნებთ სულ.
იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს აი ასე შენს ზურგზე შემოსკუპება
პატარა მაიმუნივით და ეშმაკურად სიცილი.

სურათი

ჩვენ ვიქნებით სულ.
იმიტომ, რომ შენთან მუდამ ბედნიერებით ვივსები და
ეს ყველაფერზე აისახება.
გამოხედვაზე, ღიმილზე, სიარულის მანერაზე, მიმიკებზე…

სურათი

ჰო.
ჩვენ ვიქნებით სულ, მუდამ.
იმიტომ, რომ სულ ერთად ყოფნისთვის დავიბადეთ.

ჩვენ ვართ.
მე + შენ ♥
<3


Filed under: მე+შენ ♥, ჩანახატები.., წერილები .. Tagged: გიო ^.^, მე და გიო, მე+შენ ♥, მე-იდენტობა, მზე, მიყვარხარ http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/673/ სურათი

Source

“ყოვლისმცოდნე” ახალგაზრდობა.

კომენტარის დატოვება
არ ვიცი მეჩვენება, თუ ბოლო ხანებში ძალიან მომრავლდა ყოვლისმცოდნეობის კომპლექსით შეპყრობილი ახალგაზრდობა.
არასოდეს მესმოდა რატომ უნდა მოაჩვენო თავი იმაზე განათლებულად, ვიდრე ხარ, როცა სულ ადვილად შეიძლება შენი ამ “სტატუსის შემოწმება”.
თუკი ჩემზე 5 წლით დიდ თაობას წიგნის კითხვა სირცხვილად მიაჩნდა და
ბირჟაზე დგომა/ფურთხება ქონდათ გახდილი ცხოვრების ერთადერთ მიზნად, ახლა უცებ ყველა განათლებული და წიგნის ჭია გახდა, ყველამ
დაიწყო ინტელექტუალური თამაშების თამაში და ა.შ.
ინტელექტი და განათლება სხვადასხვა რამეა, განათლება კი მით უმეტეს არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას, ხალხო.
მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს წიგნები, ფილმები, მუსიკა, ვცდილობ ამ სამ რამეში მაინც განვვითარდე, უკეთესი და უკეთესი მივიღო,
მაინც არასოდეს ვიტყვი, რომ რამე საკითხი ამომწურავად ვიცი.
არ ვიცი და იმიტომ, არც მრცხვენია ამის აღიარების.
ყოვლისმცოდნე არავინაა, შეუძლებელია უბრალოდ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდე.
იქნებ ყურადღება თქვენი ინდივიდუალურობით მიგექციათ და არა იმით, რომ “ყველაფერი იცით”.
“არ ვიცი” – ს თქმა სირცხვილი არაა.
ბევრი რამ არ ვიცი, ბევრი კი არა უამრავი!
არაფერი გამეგება მაგალითად კვანტური ფიზიკის და შესაბამისად არასოდეს ვიტყვი რომ მე ამ საკითხში რამე ვიცი.
თუ დამიჯდები და ამიხსნი, შეიძლება დამაინტერესოს და რაღაცეები ამ სფეროდანაც გავიგო, მაგრამ სანამ არ ვიცი,
არ ვიცი და მორჩა.
მეგობრულ რჩევად მიიღეთ, ზოგჯერ აღიარეთ, რომ არ იცით, აგიხსნიან და გეცოდინებათ.
ასე ნაკლებად სასაცილოები გამოჩნდებით.
სურათი
პატივისცემით, არაფრისმცოდნე მე.




Filed under: Posts.. Tagged: ცხოვრება, წერილები .. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/671/ სურათი

Source

რა არის მარტოობა?

კომენტარის დატოვება
სურათი

“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს..”

ან უბრალოდ იმ მდგომარეობას, რომელშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავი, ხარ და იქნები.
მიუხედავად იმისა, რომ მუდამ უამრავი ადამიანი გეხვია და გახვევია გარს.
მარტო იყავი და იქნები იმიტომ, რომ ამ უამრავი ადამიანიდან ერთიც კი არასოდეს იყო ისეთი, ვინც მთლიანად მიგიღებდა და გაგიგებდა.
შეიძლება იმიტომაც, რომ თავად მიუსაჯე შენ თავს ეს.
ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო უცხოვდები გარესამყაროსგან.
იცი, რომ ცუდია, მაგრამ ეს იზოლაცია საოცრად მოგწონს.
შენ თავს უღრმავდები და ისე ანგრევ შენ გარშემო ყველაფერს, როგორც შენ განგრევს შინაგანად შენივე თავი.
ამ ყველაფერს ვერ აჩერებ, ან არ აჩერებ.
ხვდები, როგორ ხდები გამჭვირვალე, როგორ იკარგები შენივე თავში.
როგორ გიქვეითდება ემოციები, გრძნობები.
ამდენმა თამაშმა დაგღალა.
აღიარებ, ცუდად ხარ.

მარტოობა ნიშნავს…
იცი კი რას ნიშნავს მარტოობა?
არა..
სამაგიეროდ იცი ის, რომ..

“ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული, აღარასოდეს მოვა ამ ქვეყნად.”

აღარ განვმეორდები.

სურათი


Filed under: დღიური, Posts.. Tagged: დღიური, კლასობანა, მე-იდენტობა, სხვისი ჭირი, შიზოფრენია.., ცხოვრება, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/667/ სურათი

Source

იქნებ, იმიტომ? რომ..

კომენტარის დატოვება
იქნებ იმიტომ, რომ ვერასოდეს გაიგებ?
იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უბრალო გაზაფხულის წვიმაში ბოდიალი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე
კარგი მანქანა ან ნებისმიერი ძვირფასი ნივთი?
იქნებ იმიტომ, რომ გული მერევა თქვენ სიყალბეზე, გაუფასურებულ გრძნობებზე, ფულზე გაყიდულ ფასეულობებზე და მაინც მიყვარხართ?
იქნებ იმიტომ, რომ ყველაფერი ადამიანური მიყვარს და მტკივა, ვგრძნობ და განვიცდი?
შეიძლება იმიტომაც, რომ ამ ყველაფრის ჩვენება არ მიყვარს.
ან იმიტომ, რომ როგორც კი რამე “წამომცდება” ჩემი რეალური შეხედულებებისა თუ ფიქრებიდან,
მაშინვე ყველა იმას ფიქრობს, რომ ვთამაშობ.
ალბათ ეს ყველა იმ ადამიანის “წყევლაა”, ვინც მსახიობის პროფესიას ეუფლება.
რა იციან..

როცა დგახარ თეატრის ეზოში, აგროვებ წვიმის წვეთებს ხელისგულებში,
როცა წყალი ნელ-ნელა გროვდება, ბოლომდე რომ გაივსება ხელებს აიქნევ და ვითომ წვიმას უბრუნებ თავის წვეთებს,
როცა წვიმას უშვერ სახეს და იღიმი..
თავიდან თვალები დახუჭული გაქვს, მერე ახელ.
წვიმა თვალებში ჩაგდის, გტკივა, მაგრამ მაინც არ ხუჭავ.

ეს ბედნიერებაა, ხალხო.

ის ბედნიერება, რასაც ეჭვი მაქვს თქვენი უმეტესობა ვერ გაიგებს.

ამ ბედნიერებას, იმ ადამიანებს, ვისაც ამ ყველაფრის აღქმა, განცდა შეუძლია, ძალიან ხშირად იმეტებენ მოსაკლავად.
სულიერ სიკვდილს ვგულისხმობ, თორემ ფიზიკური კვდომა აბა აქ რა მოსატანია, სულის სიკვდილს ყველაფერი ჯობს.

ჰო, რას ვამბობდი.. ასეთ ადამიანებს ადვილად კლავენ-მეთქი.
ჰო, სულს უკლავენ.
სწორედ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად უყვართ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან.
და რამდენი ასეთი სული ჩაიკლა, ვინ იცის.

ადამიანის მოკვლას არაფერი უნდა.
არ სჭირდება ამას დანა, ცეცხლსასროლი იარაღი ან საწამლავი ჭიქა ღვინოში.
ადამიანის მოკვლა სულ უბრალოდ, სიტყვით შეიძლება.
სიტყვით, ქცევით, მიმიკით.
სულ უბრალოდ და ადვილად.

მერე ნანობენ ხოლმე.
მეც მინანია, ბევრჯერ.
მაგრამ სიტყვაა ყველაფერი.
რითიც ადამიანი ცოცხლობს და კვდება.
და ზუსტად ის სიტყვა, ის ქმედება, სიტუაცია არ ბრუნდება, რომელიც არ უნდა გვეთქვა, არ უნდა გაგვეკეთებინა.

ხვალაც იწვიმებს ალბათ.
აი, ამიტომ.

სურათი


Filed under: დღიური, ჩანახატები.. Tagged: დღიური, კლასობანა, მე-იდენტობა, შიზოფრენია.., ჩანახატები.., ცხოვრება, Posts.., Too Late : )) http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/664/ სურათი

Source

ამბრნი, უმბრნი და არაბნი.

კომენტარის დატოვება
რატომ ვერასდროს ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს?
ახლა, ისე, როგორც არასდროს მაწუხებს ეს კითხვა.
როგორ ვერ უნდა იგრძნო, როგორ ვერ უნდა მიხვდე, როგორი სიყვარული შეუძლია ქალს.
როგორ ვერ უნდა დააფასო მანამ, სანამ შენთანაა.
როცა უყვარხარ, როცა იცის, რომ 1 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი და არაფერს გეუბნება, რომ მოვალეობის გამო არ იყო მასთან.
„ხომ შეეძლო..“
შენ კი, შენც, კაცს, „ძლიერ სქესს“, ამავე დროს ყველაზე სუსტს და მშიშარას, სიგიჟემდე გიყვარს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდები.
უსაფუძვლოდ ტკენ, უყურებ და გეშინია, იმიტომ, რომ შენზე ბევრად აღმატებულია.
არ მიდიხარ მასთან იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას ირიდებ. ელოდები, როდის მოვა თვითონ, რომ მერე, „რამე რომ იყოს სათქმელი გქონდეს, მე ხომ არ მოვსულვარ, შენ მოხვედიო“.
რატომ ვერ ვსარგებლობთ თითოეული წუთით?
ჩვენ ხომ არ ვიცით ვის როდის მოგვიწევს სიკვდილი.
სანამ გვერდით გყავს მერცია, მანამ გიყვარდეს, მანამ გაუფრთხილდი, მოუარე, დატკბი თითოეული წუთით, რა იცი, იქნებ ხვალ კვდება…
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ არსებობს ქვეყნად არსება, რომელიც ფსიქოლოგიური კუთხით მამაკაცზე სუსტი და მშიშარა იქნება.
თქვენ გეშინიათ სიყვარულის. გეშინიათ პასუხისმგებლობის.
გგონიათ, რომ ბევრი დროა დარჩენილი, ყველაფერს მოასწრებთ.
„გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მარტო მე ვუყვარდი, ალბათ ამიტომაც არ ვჩქარობდი..“
ჰო, მან იცოდა. არ ჩქარობდა და როდესაც საბოლოოდ მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, რამდენიმე დღის გარდაცვლილი დაუხვდა.
გვიანია..
„- მე ხომ არ ვიცოდი..
- როგორ გეცოდინებოდათ, ხომ არ გეტყოდათ მალე მოვკვდები და მარტო ნუ დამტოვებო!
- მე მელოდებოდა მაშინ, ქუჩაში?
- თქვენ გელოდებოდათ ყოველ დღე. რაც ჩამოვიდა. ქუჩაში, სახლში..
საავადმყოფოში ბოლო სამი დღე ხომ სულ თვალებად იქცა.. სულ კარისკენ იყურებოდა.
დავიჯერო ბოლოს რომ ნახეთ, ქუჩაში, სულ ვერაფერს მიხვდით? როგორ შეიძლება მომაკვდავს მომაკვდავობა არ ეტყობოდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა უყვარხართ?“
და შენ თავს უტყდები, რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდი.. ხვდებოდი და მაინც არ შეიმჩნიე.
„ახლა, როცა მთელ ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ მერცია მინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა. მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ბოლოს ალბათ მაინც მთელ ქვეყანას გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად სწორედ მერციას გავწირავდი.“

ასეა… თვენ არსებაში დაბუდებული ეგოიზმი, სწრაფვა „სრულყოფილებისადმი“, ის იდიოტური ფაქტი, რომ კაცი მონადირეა და სულ რაღაცის ძიებაში, იმაზე ძვირფასს გაკარგვინებთ რაც შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო.
ვერ აფასებთ მანამ, სანამ თქვენთანაა, თქვენია, თქვენით ცოცხლობს და სუნთქავს, გჩუქნით სულს, სხეულს, ამას ისე აღიქვამთ, როგორც „შესმულ ფიალას“, თქვენ თვალში ინტერესს კარგავს და მხოლოდ მაშინ, როცა დაკარგავთ, როცა დიდი დრო გავა, ხვდებით, რომ ის გაუშვით, რაც ყველაზე მეტად გეძვირფასებოდათ. გაუშვით ზუსტად იმიტომ, რომ თქვენი იყო…
„ნუთუ ისე არ შემეძლო გამეშვა, რომ სული არ ჩაგეკლა მისთვის?“
არ შეგეძლო.
იმიტომ, რომ შენში ჩაბუდებული „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ არ დაგანებებდა ამას.
იმიტომ, რომ კაცი ხარ.
„ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო“ – თქვენ მიტოვებას ირჩევთ.

P.s. დიდი მადლობა ნაირა გელაშვილს ამის დაწერისთვის.
ამხელა ემოციისთვის და იმის კიდევ ერთხელ გაცნობიერებისთვის, რომ
„სიყვარული ამოუხსნელი საიდუმლოა, საიდუმლოსაგან გაძარცვული ცხოვრება
მხოლოდ მოჩვენებითადაა ცხოვრება“.

სურათი


Filed under: Posts.. Tagged: ამბრნი უმბრნი და არაბნი, ეგოიზმი, კაცის ფსიქოლოგია, მერცია, სხვისი ჭირი, ცხოვრება, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/660/ სურათი

Source

სიყვარულია, როცა..

კომენტარის დატოვება
სურათი

  • სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით ვიღვიძებ, რომ შენ ჩემ ცხოვრებაში არსებობ.
    რომ დღეს უნდა გნახო, ან ვერ გნახო და განწყობაც შესაბამისია. როცა დილას აუცილებლად მხვდება
    შენი SMS, ვკითხულობ რამდენჯერმე, თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს მეღიმება.
  • სიყვარულია, როცა ღამით შენთან ლაპარაკში ვიძინებ. შენი ხმა მესმის და აქედან გამომდინარე ფერად სიზმრებს ვხედავ.
  • სიყვარულია, როცა ყავასაც კი შენი სურნელი, შენი გემო აქვს.
  • სიყვარულია, როცა მეორე ჭიქა ყავას შენთვის ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან არ ხარ.
  • სიყვარულია, როცა ჯერ წასული არ ხარ, რომ უკვე მენატრები.
  • სიყვარულია, როცა ქუჩაში დავდივარ და ვიღიმი. ვიღიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვიღიმი მაშინაც, როცა ძალიან ცივა, ან პირიქით.
სურათი

  • სიყვარულია, როცა შავი, მაგარი ყავით სავსე ჭიქით ხელში, რომელშიც 1 კოვზი შაქარია ჩაყრილი, ვდგავარ ფანჯარასთან შენთან ჩახუტებული
    და ვუყურებ თბილისის ხედს.
  • სიყვარულია, როცა ყელში ბურთი მეჩხირება და ცრემლებით მევსება თვალები. იმის გამო, რომ ძალიან მიყვარხარ, იმის გამო, რომ ძალიან მენატრები ან იმის გამო, რომ ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული
    და შესაბამისად მზად ვარ დაუსრულებლად გაკოცო, რომ დაგინახავ გამოვიქცე და ჩაგეხუტო ან წამებით მოგკლა.
  • სიყვარულია, როცა ვბრაზდები და ხმას არ გცემ, ან გიყვირი და გეჩხუბები, გართმევ გასაღებს და გეუბნები რომ არ მჭირდება შენი სახლში წაყვანა. შენ კი მშვიდად
    მაძლევ გასაღებს, რადგან იცი, არათუ მანქანას ვატარებ, კარის გაღებაც არ ვიცი ნორმალურად.
  • სიყვარულია, როცა გადმოვდივარ მანქანიდან და გაბუსხული ვდგავარ. ვიყინები და მაინც არ ვჯდები. ბოლოს, მთლად რომ გავითოშები ცხვირაწეული
    ვჯდები და ხმას არ გცემ.
  • სიყვარულია, როცა მიყურებ და გეცინება ჩემ ბავშურ საქციელებზე, მუსიკას რთავ და ელოდები როდის გადამივლის.
  • სიყვარულია, როცა 15 წუთის მერე ერთად ვიცინით ამ ყველაფერზე.
სურათი

  • სიყვარულია, როცა შემიძლია ტვინი გიბურღო და ოდნავადაც არ შემაწუხოს სინდისმა.
  • სიყვარულია, როცა ცდილობ სწორ გზაზე დამაყენო, შეცდომებზე მიმითითო, იმიტომ, რომ ისევ ჩემთვის
    გინდა კარგი და მე ამ ყველაფერს ისე აღვიქვამ, თითქოს ისეთი არ გიყვარდე როგორიც ვარ და მწყინს და გებუტები. შენ კი
    ამ ყველაფერს ღიმილით ითმენ და ბურდღუნებ მართლა რა პატარა ხარო..
  • სიყვარულია, როცა პატარა ბატკანს მეძახი და მე გული მიჩუყდება.
  • სიყვარულია, როცა ყოველ ჩახუტებაზე, კოცნაზე, შეხებაზე – მიკროინფარქტი მემართება.
  • სიყვარულია, როცა შენთან ყველა ემოცია იმაზე ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება იყოს.
  • სიყვარულია, როცა ახლა, ამ წუთას ისე მენატრები, საცაა ვიტირებ.
სიყვარულია, რადგან არავინ არსებობს ამ ქვეყნად, როცა შენთან ვარ.
ვერავის ვხედავ და არავინ მინდა.
სიყვარულია, რომელიც არასოდეს დამთავრდება.

სურათი


Filed under: დღიური, მე+შენ ♥, წერილები .. Tagged: გიო ^.^, მე და გიო, მე+შენ ♥, მე-იდენტობა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/652/ სურათი

Source

7 დღის შემდეგ. ნაწილი II

კომენტარის დატოვება
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი.
უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე.სურათი

დღე IV

ვიღვიძებ გაბრუებული და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ თეატრში უნდა მივიდე.
პრინციპში, რომ არ მივიდე ჩემი დაქალი მომკლავს.
ლოგინზე ვზივარ და ვფიქრობ რა ჯობს.
ჩემმა დაქალმა მომკლას, თუ ავდგე რამენაირად და გავეტიო სახლიდან.
ისევ გასვლა ჯობს.
თან გუშინ, არა, რაღა გუშინ, დილის 6 საათზე მწერდა დღეს გიო.
თუ გავიღვიძე შევხვდეთო.
და უფრო უფრო თან თათოს რომ არ მოვუყვე რა ხდება მეც გავაფრენ ემოციისგან
და არც ის მაპატიებს აშკარად.
ჩემი “მოწოდებით ფსიქოლოგი”. არანორმალური, ქაჯი.
არადა, რომ შეხედავ ისეთი სახით დადის ვერ მიეკარები :D
სწერვა. მაგრამ არა, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან კარგია.
2 კვირაა არ მინახავს.
მივჩოჩავ აბაზანისკენ.
თბილი წყალი.
გარეთ ცივა.
უხ, თათო, მე შენი…

***

მოვჩოჩავ აბაზანიდან.
ვიშრობ თმას, ვიკრავ, ვიცვამ და გავდივარ სახლიდან.
ფუ შენი, ყავის დალევა დამავიწყდა.

***

არ ბრძანდება თეატრში ქალბატონი.
ახლა მოვკლავ ამ უბედურს.
მართლა მოვკლავ.
ვეწევი ღერს ღერზე. არ ჩანს.
ოპაა, შემოვიდა.
რომ დამინახა ისე გაუნათდა სახე, ვეღარ ვეჩხუბე.
- რა ლამაზი ხარ!!! - ჩამეხუტა, ხელი ჩამავლო და სადღაც მიმათრევს.
- შენც ძალიან, თმა გაგეზარდა?? – გაეზარდა და ისეთი წითელიც აღარ აქვს, რაღაც სხვა ფერი მიიღო აშკარად.
- ჰო ^_^ მოიცა და, შენ შეიჭერი? მოგკლავ!
სანამ მომკლავდა, გაგა მოვიდა.
- დაიცა, დაიცა, საით? – გაგაა, ჩვენი რეჟისორი.
- კანაპეში, გაგა. – ისეთი სახით პასუხობს, ვერ შეეწინააღმდეგები.
- აქ ვერ იჭორავებთ?
- ვერა.
- აცადე, სალაპარაკო აქვთ დაქალებს. – ანდრო.
- ბეჰეჰე… წამო რა, წამო წამო წამოოოო სამსახურიდან წამოვედი, არ გინდა მოგიყვე, რატომ? – როგორ მაინტრიგებს, დამპალი. რა თქმა უნდა მინდა და რა თქმა უნდა ახალი ამბების გასაგებად/მოსაყოლად
კანაპეში კი არა ყველგან გავყვები, იცის.
- კარგი, ჰო. მაგრამ რო ცივა?
- მერე რაა, აქვეა -_-
აუ, ამას არაფერი ეშველება. ოღონდ აბოდიალე.
მივდივართ კანაპეში, სადაც უკვე ყველა გვიცნობს, ნახევრად იქ ვცხოვრობთ.
არა, კი არ მივდივართ, მე მივჩოჩავ, მეძინება, ეს ხტუნვა-ხტუნვით მოდის და თან მელაპარაკება. ხო ვამბობ, არაა ნორმალური.
შევედით.
ახალი სასტავია.
- რა ავიღოთ? – საუკუნის კითხვა.
- მე ჩიზქეიქი მინდა – დანახვისთანავე წარმოვიდგინე რა კარგი გემო ექნებოდა.
- მე მაფინი… შენ არა?
- ეგეც მინდა – ვამბობ და ვხვდები, რომ ღორი ვარ.
- ჰოდა ორი ჩიზქეიქი ავიღოთ, ორი მაფინი. – ვუყურებ და ვხვდები, რომ ისიც ღორია.
ბარმენი გაკვირვებული გვიყურებს. ჩიზქეიქები საკმაოდ დიდი ნაჭრებია. არც მაფინებია პატარა. ორივე საკმაოდ გამხდრები ვართ.
აშკარად იმას ფიქრობს, რანაირად უნდა ვჭამოთ. ამან ჩვენი ამბავი არ იცის.
- ახლა კიდევ ნაჭამი გვაქვს, მაგიტომ ვიღებთ მარტო ამას. – ვეუბნები და რეაქციას ვაკვირდები.
თეფშიანი ხელი უშეშდება, მერე დაბნეული იღიმის და შეკვეთას გვაწვდის.
- და ყავა? – თათო აპროტესტებს.
ყავაც ადგილზეა.
ავდივართ მეორე სართულზე.
ვსხდებით ჩვენ საყვარელ ადგილას და ვიწყებთ.
მიყვება რეები მოხდა სამსახურჩი, გაშტერებული ვზივარ და ვუყურებ, ჭამაც დამავიწყდა.
ზის და მელოდება როდის დავიწყებ მოყოლას.
ვუყვები გიოს ამბებს, დაწვრილებით.
თვალები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნათებს.
- ჰოდა, დღეს შეიძლება შევხვდე. – ვამბობ და ვუყურებ.
ძალიან ნელა ეცვლება რეაქციები.
ჯერ მიყურებს, იღიმის, იცინის, უცებ წამოხტება ფეხზე და ყვირის “YEEEEEEEEEEEEES!!!”
- დაეგდე გოგო ადგილზე სურათი – ვეუბნები და ვკვდები სიცილით.
რაღაც საოცარი შეგრძნება მაქვს.
ხო მიყვარდა ვიღაც, ხო მომწონდა, ხომ იყო რაღაც.. მაგრამ ასეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი
გადაადგილდება გულ-მუცელში, არასოდეს მქონია.
შიზოიდივით ვუყურებ ტელეფონის ეკრანს. სულ მგონია, რომ ვიღაც რეკავს, ან მესიჯია მოსული.
ნომერი სპეციალურად არ ჩავიწერე, რომ არ დამერეკა. ვიცი მე ჩემი თავის ამბავი.
უკვე 5 საათია.
3 საათია აქ ვზივართ.
ბარმენი ამოდის და გვამოწმებს საერთოდ თუ ვართ ცოცხლები.
ვლაპარაკობთ ძირითადად იმაზე, რა ბედნიერი ვარ და როგორ მინდა რამე გამოვიდეს.
არა, მაინც რა ბედნიერებაზე და რამის გამოსვლაზეა ლაპარაკი, რამ გამაგიჟა. 3 დღეა ტიპს ვიცნობ.
ნუ კარგი, 4.
მაგრამ, აი ამ შეგრძნებებს რა ვუყო.
დილას რომ უსაფუძვლო ბედნიერებით სავსე იღვიძებ, გარეთ ცივა, გეზარება ყველაფერი, გტკივა თავი და მაინც
უზომოდ ბედნიერი ხარ… აი რავი.. ასე არ ვყოფილვარ, ა რა სო დეს!
ზუსტად მაშინ დარეკა ტელეფონმა, როცა იმედი აღარც მქონდა.
გავშეშდი, გავშრი, პეპლები კი არა, რა ვიცი, რა აღარ აფარფატდა მუცელში.
- რა ვქნა? – ვჩურჩულებ.
- შენ დებილი ხო არ ხარ??? აიღე! – მეჩხუბება თათო.
ვცდილობ ყელი ჩავიწმინდო და რაც შეიძლება “ისეთი” ხმა მივიღო.
- გისმენთ.
- მარ, როგორ ხარ?
ნამძინარევი ხმა აქვს <3 ვა-ი-მე. Sweet, fluffy!!!
- კარგად, რომელი ხარ?
ვიითომ ვითომ სურათი
- გიო. ვერ იცანი?
ეს და ამის დამტვრეული ქართული.
- ა, კი, კი, გიცანი. შენ როგორ ხარ?
“ვითბობ” ხმას.
- მეც კარგად, ცოტა მეზინება.
- ამმ..
- ისა.. რა უნდა ეთქვა.. ჰო, შეჰვედრა მინდა.. შენთან.
აააააა!!! ყველაფერი დატრიალდა! ჩემი ნახვა უნდა! რაა მაა გაა რიიი აააააააააააა!
ახლა მოვკვდები, გული ისე მიცემს გამისკდება საცაა.
ეს უკვე პეპლები კი არა დინოზავრებია. მფრინავი.
- მმ.. რავი, სად ხარ ახლა?
- ახლა სახლში, მაგრამ ჯერ რაღაც საქმეებია, ასე 7 კენ, Peoples-ში, გაწყობს? ახლა სად ხარ?
- ახლა კანაპეში დაქალთან ერთად. კარგი, იყოს Peoples. 7 ზე მანდ იყავი. არ დააგვიანო. ^_^
- აჰა, კარგი. ისა, ჩემი ნომერი ჩაიწერე, რა. რომელი ხარო აღარ მითხრა სურათი
- ვაიმე <3 კარგი!
ვთიშავ ტელეფონს და ვიღრიჭები იდიოტივით.
- რაო? – არანაკლებ იდიოტივით იღრიჭება თათოც.
- რაო და ფიფლსში 7 ზე-ო ^_^ აააუ თათ აააააა რამაგარია!
დანარჩენი დრო ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ უნდა მოვიქცე, ვიკეთებ მაკიაჟს, ვივარცხნი თმას და ა.შ.
თათო შემფასებლის თვალით მიყურებს და ბოლოს ასკვნის.
- ნაშა ხარ.
7ს ნახევარია. გამოვდივართ კანაპედან. ჩავდივართ რუსთაველზე.
ვართ შესანიშნავ ხასიათზე.
- აუ, წამო რა! ძმაკაცთან ერთად იქნება, წამოო – ვეხვეწები.
- არ ვარ ფორმაში – აცხადებს ძალიან სერიოზულად. ეს გოგო ან დებილია, ან არ ვიცი. როგორი ლამაზიც არ  უნდა იყოს, რო კითხო მაინც “არაა ფორმაში”.
- აუ, ატრაკებ ახლა. ლამაზი ხარ ძალიან.
- მაინც არ ვარ ფორმაში, თან მეზარება, თქვენ მერე მარტო წამოხვალთ, გაისეირნებთ და შენი აზრით იმის ძმაკაცთან ერთად
ყოფნა ძალიან მინდა? :დ – პრინციპში მართალია. კ ჩორტუ ძმაკაცი.
- კაი ჰო <3
უცებ თათოს ვიღაც ტიპი აჩერებს.
- თათ, ვერ მიცანი?
ვუყურებთ გაშტერებულები.
ქუდს იხდის.
- აი, თმა და წვერი მაააქვს და მაგიტომ ვერ მიცანი ალბათ.
თათოს სახე აქვს წაშლილი. გაშტერებული უყურებს.
ბოლოს ძლივს ამბობს.
- ვეერა, ვერ გცნობ.
- კაი აბა, რომ მივალ სახლში ინტერნეტში მოგწერ, აი ფეისბუქზე, რა.
- კაარგი..
რამდენიმე ნაბიჯით გვშორდება ის ტიპი და მე ძირს ვგდივარ.
ვიცინი ისტერიულად.
ყველაფერი მტკივა უკვე და ცრემლები მომდის.
თათოც მყვება და ბოლო ხმაზე ვხარხარებთ.
- არა, ქუდი როგორ მოიხადა? :დ
თათოს ვაცილებ მარშუტკამდე, ვპირდები, რომ როგორც კი სახლში მივალ მივწერ.

***

გამოჩნდა.
რაც უფრო ვუახლოვდები, გული უფრო სწრაფად მიცემს. ბოლოს ალბათ ამოვარდება და მოვკვდები.
არა, უნდა დავმშვიდდე. როდის აქეთ ვითიშები ასე ვინმეზე?
დგას ყურებამდე გაღიმებული.
მივედი.
ვდგავარ და ვუყურებ.
დგას და მიყურებს.
უცებ მეხუტება.
გული, მუცელი, მფრინავი დინოზავრები, ვაიმე <3
ჰრრრრრრრრ!!!
მაცნობს თავის ძმაკაცს.
ნეტავ მთელი სასტავი ასეთი სიმპათიურები არიან?
ვსხდებით.
ვჯდები მის პირდაპირ.
მიყურებს ნაწყენი სახით.
- ჩემ გვერდით გადმოდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მინდა ახლოს იყო ჩემთან.
არა, დღეს გულის შეტევა დამემართება.
ვიღიმი. ვცდილობ ღიმილი თბილი გამოვიდეს, მაგრამ უფრო იდიოტისას გავს, მგონი.
მიმიკებს და ემოციებს ვერ ვაკონტროლებ.
ძალიან კარგად ვატარებთ დროს.
ძმაკაცი მხიარული ტიპი აღმოჩნდა, ბევრს ლაპარაკობს, ხუმრობს, გვაცინებს.
ჩვენ კი..
ჩვენ, არც ვიცი..
თითქმის არ ვლაპარაკობთ.
უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებთ – თვალებში.
და ეს სიჩუმე, ეს Eye contact იმდენად ბევრის მთქმელია, რომ ალბათ არცაა საჭირო სიტყვები.
ისედაც ყველაფერი გასაგებია.
ისედაც ვხედავ, რამხელა სითბოთი და გრძნობით მიყურებს.
ალბათ ეს სიყვარული არაა, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ არც უბრალოდ მოწონებაა.
ბევრად მეტია ვიდრე მოწონება და სუულ ოდნავ ნაკლები სიყვარულზე.
ვუყურებ, ვიძირები მასში და მეშინია. ასე არასდროს შემშინებია სიყვარულის.
მიუხედავად იმისა, რომ ბარი სავსეა ხალხით, მისი ძმაკაცი გაუჩრებლად ლაპარაკობს და ხუმრობს, მუსიკა უკრავს ხმამაღლა,
ვერაფერს ვხედავ მის გარდა.
ვერავის და ვერაფერს.

***

მოვდივართ ქუჩაში.
დავლიეთ ბევრი.
არ გვცივა, თუმცა გარეთ ყინავს.
ხელი აქვს მოხვეული და ჩუმად მელაპარაკება.
ვიცინით.
ძალიან, ძალიან თბილია.
ძალიან გულიბრყვილო, ტკბილი და კეთილი.
ნისლია.
მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ.
მივდივართ კედლის გასწვრივ.
უცებ მაბრუნებს.
ვდგავარ კედელთან და დგას ჩემ წინ.
- არავის არ გავხარ. – მეუბნება და თვალებში მიყურებს. – უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ბევრგან ვცხოვრობდი, საქართველოშიც 1 წელია ვარ,
მაგრამ შენნაირი არავინ შემხვედრია. ასეთი ლამაზი, ჭკვიანი, ცოტა უცნაურიც. საოცარი გოგო ხარ. არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ მე აღარსად ვაპირებ წასვლას.
მგონი ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
ისე ახლოსაა, ისე მახვევს თავბრუს, თვალებს ვხუჭავ.
ვგრძნობ ძალიან ფრთხილ შეხებას ტუჩებზე – ტუჩებით.
მკოცნის ძალიან ნაზად, ძალიან ნელა, ძალიან ტკბილად.
… და აი ამ წუთას, გეფიცებით, ჩვენ ვიყავით წყვილი, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა ერთმანეთი.
იმ წამს მაინც…
არსაიდან ხმა, ხალხი, არაფერი არსებობდა..

***

ისეთი ბედნიერი მივედი სახლში, თითქოს ამ პლანეტას არც ვეკუთვნოდი…
გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!!!

სურათი


Filed under: ჩანახატები.., Fiction Tagged: კლასობანა, ჩანახატები.., წარსული, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/646/ სურათი

Source

7 დღის შემდეგ. ნაწილი I

კომენტარის დატოვება
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი.
უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე I

დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა.
ერთ-ერთ კარაოკე-ბარში იხდის.
არც ვიცი მომწონს თუ არა ასეთი სიტუაციები..
პრინციპში, ცოტა ალკოჰოლი და ყველაფერი ფერადდება ირგვლივ.
ჰო, იმდენად შავ-თეთრია ცხოვრება, რომ ადამიანები იძულებულნი ვხდებით ფერები თავად შემოვიტანოთ.
შემიძლია ისევე კარგი დრო ვატარო პრესტიჟულ ბარში, როგორც რეპეტიციის მერე, 2 ლარიანი არყით, მეგობრების გარემოცვაში.
რატომღაც გადავწყვიტე დღეს განსაკუთრებით კარგად გამოვიყურებოდე.
მკიდია ჩემი ძმის ცნობილი მეგობრები, უბრალოდ ასე მინდა და მორჩა.
როცა მინდა საკმაოდ ეფექტური შემიძლია ვიყო.
ვნახოთ.

***

როგორც ველოდი, ბევრი კომპლიმენტი, ბევრი სასმელი და სასიამოვნო მოთენთილობა.
ვცეკვავ თავდავიწყებით, პირდაპირი მნიშვნელობით მინდა ყველა და ყველაფერი დავივიწყო.
ჩემი ძმაკაცი ხელს მკიდებს და მეცეკვება.
თავბრუ მეხვევა, ვჯდები ბართან.
- წყალი მინდა! – ვაცხადებ კატეგორიულად.
ბარმენი გაკვირვებული მიყურებს.
ვერ ვხვდები ასე რა გაუკვირდა, რა, თვითონ არასოდეს მონდომებია წყალი?
- ფასიანია სურათი – მიღიმის. ვდნები.
- გადავიხდი. – ვეუბნები რაც შეიძლება ცივად, მაგრამ მეცინება.
თვითონაც ეღიმება, წყალს მისხამს და მაწვდის.
ცივი სითხე სასიამოვნოდ მივლის მთელ სხეულში.
ისევ საცეკვაოდ ვდგები.
მიახლოვდება ჩემი ძმაკაცი.
- მოგეწონა?
- ვინ? – ვერ ვხვდები.
- ის ბარმენი.
- ატრაკებ.
- გინდა ნომერი გაგიჩითო?
- აბა მიდი.
არანორმალური, მიდის და პირდაპირ თხოვს ნომერს.
ბარმენი გაკვირვებული უწერს ფურცელზე და აწვდის.
ჩემი ძმაკაცი ეგრევე მე მაწვდის იმ ტიპის ნომერს.
ფუ, იდიოტი.
ბარმენი იღრიჭება. ნეტავ რა აცინებს.
ცოტა ხანში დგება და ისე მაგრად მღერის, ვცდილობ პირი დავხურო, მაგრამ ნაკლებად გამომდის.
მოდის ჩემთან და საოცრად დამტვრეული ქართულით მეუბნება:
- გავისეირნოტ.
მივყვები.
ავდივართ ტერასაზე.
რა კარგია სიგრილე. დაბინდულ გონებაზე განსაკუთრებით. შუბლს ვუშვერ ცივ ჰაერს და ვცდილობ მოვდუნდე.
სიმართლე რომ ვთქვა, სულ მკიდია ვინ მიდგას გვერდით.
ირკვევა, რომ უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, საუბრობს ფრანგულ-რუსული აქცენტით და საოცრად ვერ ეგუება ქართულ მენტალიტეტს.
ცდილობს გამართულად იმეტყველოს, მაგრამ არ გამოსდის.
ვსაუბრობთ ძალიან ბევრს, ვიცინით უაზროდ.
მიახლოვდება. ძალიან.
რა კარგი სუნი აქვს.
- გინდა გაკოცო? – მეკითხება და იღიმის.
მეც მეღიმება.

***
უსიმზრო ძილით მძინავს.

დღე II


ვიღვიძებ, ამას თუ გაღვიძება ქვია.
ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა გუშინ.
თუ დღეს?
ნეტავ როდის დავიძინე და რამდენი მეძინა..
დილის 6 საათია. რა თქმა უნდა ყველას სძინავს.
ვიდუღებ ყავას.
უფრო სწორად, მე მგონია, რომ ვიდუღებ. სინამდვილეში მოდუღების მცდელობა უფროა, ყველაფერს ვეჯახები
და ძირს ვყრი რაც გზად შემხვდება.
რას იზამ, ამიტანონ.
ძალიან მიყვარს ეს მომენტი.
ყველას სძინავს.
ვჯდები ფანჯრის რაფაზე და ვუყურებ ქალაქს.
როგორი სიმშვიდეა..
თითქოს ამ ქალაქში არ ხდებოდეს უამრავი ცუდი.
თითქოს ეს ქალაქი არ იყოს სავსე სიბინძურით.
თითქოს ამ ქალაქში არ იყოს უამრავი ტყუილი, ღალატი.
ჰო, ეს ქალაქი სავსეა გამყიდველებით.
ღიპიანი მღვდლებით, ეკლესია რომ ბიზნესად აქციეს.
ფეხებზე მკიდია პოლიტიკოსებით, რომელთაც მართლაც ფეხებზე კიდიათ ყველაფერი.
ნამდვილი ქართველი, ზომიერად ბანჯგვლიანი კაცებით, რომლებიც სიამოვნებანარევი სიამაყით სვამენ წინა დღეს
სასტიკად ნაცემი ცოლების სადღეგრძელოს.
და მაინც, ახლა, დილის 6 საათზე, როცა მე ვზივარ ფანჯრის რაფაზე ჩემხელა ფინჯანი ყავით ხელში, ყველაფერი ამაღლებულად წმინდაა.
იმდენად წმინდა, რომ ლოცვაც კი მინდება.
მგონი გავაფრინე.
ვიღებ ჰერმან ჰესეს და ვიწყებ კითხვას.
ცხოვრებაში პირველად კითხვას გულს ვერ ვუდებ.
სასტიკად არ ვუშვებ აზრს, რომ იმ ბარმენზე ვფიქრობ.
არადა, მართლა რა საყვარელია.
ყველანაირად რა საყვარელია..
ნეტავ თუ მომწერს.
მაგრამ საიდან.
ნომერი დავუტოვე?
მგონი დავუტოვე.. მაგრამ არც ვემახსოვრები.
მე რომ მახსოვს?
ნუ, მე მე ვარ.
მაგრამ არა, რატომ ვარ მე მე?
როდის აქეთ ვიციკლები ვინმეზე.


***

ცხელი შხაპი.
იდეაში აზრზე მოსვლის მიზნით.
მაგრამ ვერც შხაპის ქვეშ ვწვყვეტ იმ ტიპზე ფიქრს.
“ნეტავ თუ დამირეკავს”.
ტვინი მიღრძო ამ ფიქრმა.
უკვე ნერვები მეშლება.
როდის იყო მე…
ააააუუ სურათი
ახლა ჩემი დაც გაიღვიძებს და დაიწყება ლექციათა რიგი იმის შესახებ, როგორ უნდა იქცეოდეს 20 წლის გოგო და როგორ ვიქცევი მე.
მშვენიერია.


***

- სად იყავი გუშინ? სად გაქრი? – ასეც ვიცოდი. ელენემ გაიღვიძა. რა დავაშავე.
- ბარში, ჩვენი ძმის დაბადების დღეზე სურათი
- მე მართლა გეკითხები.
- მართლა გპასუხობ.
- ყველგან გეძებდი, ნორმალური ხარ შენ?
- და რატომ მეძებდი? ბარში არ ვიყავი? თუ რახან გარეთ გავედი? ელენე, მოგცლია, შემეშვი.
ელენე ზუსტად იმ თემებზე აგრძელებს საუბარს, რაც ზემოთ აღვნიშნე უკვე.
ამიტომ ვიყენებ ბევრჯერ ნაცად ხერხს, აღვმართო უხილავი კედელი ჩემსა და ადამიანებს შორის.
“დარეკავს, არ დარეკავს, დარეკავს, არ დარეკავს”
ასე გავაფრენ.
თუ უკვე არ გავაფრინე.
რეკავს ტელეფონი.


დღე III

- ალო, გამარჯობა მარიტა, გიოა მე. (პაუზა) ბლინ, გიოა კი არა, გიო არის. არა, გიო ვარ.
მეცინება.
- მივხვდი, ქართული უნდა გასწავლო.
იცინის.
- ასე გვიან რატომ რეკავ?
- იცი, მთელი დღე მეძინა. მე ჰო იცი რა რეჟიმი აქვს, დღისით ძილი, ღამე ღვიძება. არა, მღვიძავს ანუ ღამე. ბარი, ხომ იცი.
მივეჩვიე რა..
მე დავიტანჯე მის მაგივრად.
- ვხვდები რასაც ამბობ, ნუ თარგმნი.
- ჰო. კარგი. მოგიკითხე.. მე.
- ვიცი, რომ მომიკითხე, შენ. კარგი ბიჭი ხარ.
- დამამატებ სადმე?
იმდენად სასაცილოდ ჟღერს, უკვე ვეღარ ვიკავებ თავს.
- სადმე, სად?
- Facebook, მაგალითად.
- ოკეი, მომწერე როგორ ხარ.
- კარგად ვარ, კაცო.
- არა, გიო, Facebook-ზე როგორ ხარ – ვიგულისხმე.
- ა ჰო, ჰო. კარგი. აპატიე, დაბნეული ვარ.
- კარგი, ვაპატიებ.


ვთიშავ ტელეფონს და სიცილით ვიგუდები.
ვამატებ.
ვათვალიერებ ფოტოებს.
აშკარად რეალურად უკეთესია.
მგონი უკვე სუბიექტურად ვმსჯელობ.
ვაიმე, არა კარგი ტიპია სურათი

***

ვფიქრობ რა შეიძლება მჭირდეს.
ასე განუწყვეტლივ რატომ ვფიქრობ ამ ტიპზე.
მე, ვინც ყოველთვის ყველას ვეთამაშები და სერიოზულად არავის ვუყურებ.
მე?
მე.
მგონი მეშინია.
არა, მგონი არა, მართლა მეშინია.
სამი დღე.
სამი !!! განუწყვეტლივ ვფიქრობ ვიღაცაზე.
მართლა ვიღაცაზე, რომელიც სულ ერთხელ ვნახე და ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე.
უნდა დავლიო.


სურათი


Filed under: Fiction Tagged: შიზოფრენია.., ცხოვრება, Posts.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/faofao.wordpress.com/641/ სურათი

Source

  • (13 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »

ჩემი სურათი

მაისი 2013

  12345
6789101112
13141516171819
2021222324 25 26
2728293031  

ბოლო ჩანაწერები

ჩემი ბლოგის ბმულები