სხვათაშორის,
- ჩამოთვლილი პაკეტებიდან ნებისმიერის შეძენა შესაძლებელია მინიმუმ ერთთვიანი ვადით.
- პაკეტის ტრაფიკი ნიშნავს მოცემული სარეკლამო ზონის ჩვენებებს ჯამში, ერთი თვის განმავლობაში.
- ტრაფიკის 20% აღნიშნავს თვის მანძილზე ჯამური ჩვენებების 20%-ს. ანუ თუ, მაგალითად, თვის მანძილზე
პირველ გვერდზე განთავსებული ვერტიკალური ცათამბრჯენი სულ გამოჩნდება 100 ათასჯერ, 20%-ის შეძენის შემთხვევაში
თქვენ რეკლამას 20 ათასჯერ იხილავენ მომხმარებლები.
- ტრაფიკის 100%-ის შეძენა ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ზონაში თქვენი ბანერი სტატიკურად დაჯდება. ანუ, თქვენი
ბანერი ყველა ჩატვირთვაზე გამოჩნდება. ასევე იმასაც, რომ ამ ზონის მფლობელობა ექსკლუზიურად თქვენი იქნება.
- ბანერის ფაილი შესაძლებელია იყოს როგორც გრაფიკული, ასევე flash-ფორმატის. მისი განთავსება უნდა მოხდეს
ფორუმის სერვერზე. ასევე, იგი უხეშად არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფორუმის და ზოგადად ინტერნეტის ვიზუალურ პრინციპებს
და არ უნდა იყენებდეს გამაღიზიანებელ ეფექტებს ყურადღების მისაპყრობად. ჩვენთვის პირველ რიგში მომხმარებლების
კომფორტია მნიშვნელოვანი :)
- რადგანაც რეკლამის დამკვეთის კომფორტიც უმნიშვნელოვანესია, ყოველი კლიენტისთვის სპეციალური სისტემა მუშაობს,
რომელიც ზუსტად აღრიცხავს მისი შეძენილი სარეკლამო ზონების მუშაობას და ავტომატურად ქმნის ანგარიშებს და სტატისტიკას
სარეკლამო ბანერების წარმადობის შესახებ :)
ფორუმი
teen.ge — ეს ქართული ინტერნეტის პირველი ქომიუნითია, სადაც ახალგაზრდებს შეკრების საშუალება მიეცათ. თავისი არსებობის ერთწლიანი ისტორიის მანძილზე, ფორუმმა უკვე შეიძინა ერთგული მომხმარებლების უზარმაზარი ჯგუფი, რომელთათვის
teen.ge გართობის, ინფორმაციის მიღების, ახალი ნაცნობების შეძენისა და კომუნიკაციის შეუცვლელი საშუალებაა.
ფორუმის საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა მიმართულებამ საიტზე უამრავ თინეიჯერს მოუყარა თავი. თუმცა, მათი ასაკი თინეიჯერის კლასიკურ მნიშვნელობაში ვერ ექცევა — ფორუმის აქტიური წევრები არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე აბიტურიენტები, სტუდენტები და სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე უმაღლესდამთავრებულებიც. დაარსების დღიდან ფორუმის მიზანი ყველა თაობის თინეიჯერის ერთად თავმოყრა იყო; რამაც გამოიწვია ის, რომ დღეს ფორუმელთა შორის უკვე არათინეიჯერი წევრებიც არიან.
ქომიუნითის
70 ათასზე მეტ ყოველთვიურ ვიზიტორს საშუალება ეძლევა მიიღოს უახლესი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო და შემეცნებითი პროგრამების, გრანტების, სასწავლო კურსებისა და სემინარების შესახებ. მათ მიერ დათვალიერებული ერთ მილიონამდე გვერდი კი მთლიანად მომხმარებლების მიერ გენერირებული, ხარისხიანი და მოდერირებული კონტენტითაა შევსებული.
ამ უამრავ მომხმარებელს შორის თქვენი პოტენციური კლიენტებიც არიან. ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით მათთვის თქვენი ახალი საქონლისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. არალეგალური და უხარისხო კონტენტის შემცველი საიტების გარემოცვაში, ეს ფორუმი ერთადერთია, სადაც ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაცია კომპანიის იმიჯისთვის საზიანო არ იქნება.
ქვემოთ მოცემულია ფორუმზე განსაზღვრული სარეკლამო ადგილები, ზომები და ბანერის განთავსების ფასები. სტანდარტული პირობების გარდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ თქვენი ორიგინალური შემოთავაზებები განსხვავებული თანამშრომლობის შესახებ (როგორიცაა, ივენთის საინფორმაციო მხარდაჭერა, აქციის სადისკუსიო ადგილით უზრუნველყოფა და ა.შ.)
P.S. კარგი იქნება, თუ ამ სვეტსაც გადაიკითხავთ
;) →