ფორუმის წესდება

გადახტომა კონტენტზე

ფორუმის teen.ge წესდება

თავი პირველი — ზოგადი დებულებები

  1. teen.ge არის თინეიჯერული ფორუმი, რომელზეც შესაძლებელი ხდება კომუნიკაცია ახალგაზრდებს შორის.
  2. teen.ge არანაირად არ არის შეზღუდული მხოლოდ თინეიჯერებისთვის – ფორუმი გასაწევრიანებლად ეპატიჟება ყველას, ვინც საკუთარ თავს თავისი თაობის თინეიჯერად თვლის.
  3. teen.ge-ზე არის თითქმის ყველა თემის შესაბამისი განყოფილება.
  4. teen.ge-ს ადმინისტრაცია დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და ფორუმზე წესრიგის შენარჩუნების მიზნით ნიშნავს მოდერატორებს.
  5. teen.ge არის კერძო საკუთრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაცია არ არის ვალდებული, ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებელთა მოთხოვნები. ჩვენს მიერ დემოკრატიის ზოგიერთი პრინციპის აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ფორუმი მთლიანად გადასულია მომხმარებელთა მმართველობაში.

თავი მეორე — ადმინისტრაცია

  1. teen.ge-ს ადმინისტრაცია ეწოდება გუნდს, რომელიც ზრუნავს ფორუმზე ყველასათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შენარჩუნებისათვის.
  2. თინეიჯერული ფორუმის ადმინისტრაცია შედგება ადმინისტრატორებისა და მოდერატორებისაგან.
  3. teen.ge-ს მოდერატორი ითვალისწინებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და აკონტროლებს ფორუმის იმ განყოფილებებს, რომლებიც მასზეა მიბარებული, — მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.
  4. მოდერატორი ვალდებულია, ბოლო პოსტის სახით ყოველთვის მიუთითოს თემის დახურვის მიზეზი.
  5. მოდერატორმა, სასჯელის მინიჭებისას, გარდა დარღვევების ჟურნალში ჩანაწერის გაკეთებისა, მომხმარებელს PM–ით უნდა შეატყობინოს შესაბამისი მიზეზი (დარღვეული წესის მითითებით) და სასჯელის ვადა.
  6. მოდერატორი უფლებამოსილია, იმოქმედოს დისკრეციულად და იხელმძღვანელოს ლმობიერად, თუ მომხმარებლის მიერ წესების დარღვევისას ობიექტური, შემამსუბუქებელი გარემოებები (ახალბედა, აგრესიის მსხვერპლი, შეცდომისა და დანაშაულის აღიარება) სახეზეა.
  7. მოდერატორი ვალდებულია, იაქტიუროს თავის განყოფილებაში, ხელი შეუწყოს ამა თუ იმ საქველმოქმედო, სასწავლო და სხვა მსგავსი მნიშვნელობის პროექტებს.
  8. მოდერატორი არ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ განყოფილებაზე, ის აქტიურ მონაწილეობას იღებს ფორუმის ზოგად განვითარებაში.

თავი მესამე — მომხმარებელი

  1. მომხარებელი ვალდებულია, გაეცნოს ფორუმის წესდებას და დაიცვას ფორუმის წესები. ეს ფორუმით სარგებლობის შეუვალი წინაპირობაა.
  2. მომხარებლის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში მას შეუძლია მიმართოს მოდერატორს განყოფილებაში "teen.ge-ს შესახებ" ან აცნობოს მას "მოდერატორისთვის წესების დამრღვევი პოსტის შეტყობინების" გამოყენებით (ყოველი პოსტის მარცხნივ, მომხმარებლის პროფილის ქვემოთ მოცემული ღილაკით) და დაელოდოს რეაგირებას.
  3. მოდერატორის გადაწყვეტილებასთან უთანხმოების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია საკითხი გაასაჩივროს შესაბამის თემაში.

თავი მეოთხე — დანაშაული და სასჯელი

აკრძალულია:
  1. თემიდან გადახვევა ("ოფტოპიკი") და შეუსაბამო წერილების გამოქვეყნება (უადგილო პოსტები და თემები წაიშლება).
    1. 6 ან მეტი შეუსაბამო პოსტის გამოქვეყნება ან უადგილო თემის მეორეჯერ გახსნა ისჯება ფორუმში მონაწილეობის (შემდეგში "პოსტინგი") ერთდღიანი ან ორდღიანი შეზღუდვით(ცალკეული განწყოფილების წესი შეიძლება ითვალისწინებდეს სასჯელს პირველივე შეუსაბამო თემის გახსნაზე).
    2. მასობრივი ოპტოპიკი (10-ზე მეტი შეუსაბამო პოსტი ან უადგილო/უშინაარსო თემის ხშირი ხსნა) ისჯება 3-დღიანი ბლოკით.
  2. პარალელური თემების გახსნა. პირველ შემთხვევაში მომხმარებელი ისჯება 10-12-საათიანი შეზღუდვით პოსტინგზე, განმეორების შემთხვევაში — ერთი ან ორდღიანი ბლოკით.
    1. ცალკეულ იუმორისტულ ვიდეოზე, სურათზე და ა.შ. თემის გახსნა. ამისთვის განყოფილებაში „სხვადასხვა“ არსებობს სპეციალური თემა „იუმორი“.
    2. დახმარების თემის გახსნა. თუ შესაბამის საკითხ(ებ)ში დახმარებისთვის უკვე არსებობს მიპინული თემა.
  3. ისეთი თემის გახსნა, რომლის სათაური მკითხველს მასში შესვლამდე არაფერს ეუბნება (არაინფორმაციული სათაურები, როგორიცაა „help”, “დამეხმარეთ”, „ჰეი“, „შემოიხედე“ და სხვა) და რომლის გამხსნელ პოსტში არ არის ნათლად გამოკვეთილი განსახილველი თემა. მსგავსი თემა უპირობოდ წაიშლება, ხოლო მისი ავტორი დაისჯება 2-დღიანი შეზღუდვით პოსტინგზე.
  4. კომერციული თუ არამომგებიანი რეკლამის შემცველი თემები, ასევე სარეკომენდაციო პოსტები, რომლებიც წაახალისებს ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას (მაგ. თხოვნა ან მომსახურების შეთავაზება, რომელიც ეხება უავტორო, გამზადებულ რეფერატებს/ესსეებს). მომხმარებელი დაისჯება პოსტინგზე 3-დღიანი შეზღუდვით.
  5. პარალელური ანგარიშის ("ნიკი") გახსნა ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. პარალელური ნიკი დაიბლოკება. განმეორების შემთხვევაში მომხმარებელი თავდაპირველ ნიკზე ვორნს მიიღებს, ხოლო დაბლოკილ ანგარიშ(ებ)ზე დაგროვილ გაფრთხილებებს მოდერატორი პირველ ნიკზე გადმოიტანს.
  6. უცენზურო გამონათქვამების შემცველი ტექსტის ან/და ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვა პოსტში, ასევე ავატარზე ან მის ქვემოთ მოცემულ წარწერაში, პირად ფოტოზე თუ ხელმოწერაში. ისჯება 1-3 დღიანი პოსტინგის შეზღუდვით.
    1. უცენზურო გამონათქვამები დაშვებულია მხოლოდ სპოილერის გამოყენების ან ტექსტის ვარსკვლავების გამოყენებით შენიღბვის შემთხვევაში. მაგ.: ტ***ი.
      1. სიმბოლოებით შენიღბვისას, დაფარული უნდა იყოს სიტყვის მინიმუმ 50%.
      2. ფორუმელის შეურაცხყოფა დამალული ტექსტითაც დასჯადია და ითვალისწინებს 4-5-დღიან შეზღუდვას პოსტინგზე.
    2. დასჯადი არაა საჯარო პირების შეურაცხყოფა იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია მუხლი 6.1. დარღვევის შემთხვევაში სასჯელი განისაზღვრება პუნქტი 6–ის მიხედვით (ასევე იხ. 8.1.).
    3. ცენზურა არ ვრცელდება ეროტიულ მასალაზე, თუკი თემა სპეციფიკურია. პორნოგრაფია ყველა შემთხვევაში იკრძალება. საჭიროების შემთხვევაში, საკითხის დასაზუსტებლად მიმართეთ შესაბამისი განყოფილების მოდერატორს.
  7. ექსტრემისტული შინაარსის მქონე პოსტების გამოქვეყნება (სასჯელი ვარირებს 5-დღიანი ბანიდან სამუდამო ბლოკამდე):
    1. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლისაკენ
    2. ომისა და ძალადობისკენ მოწოდება
    3. ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ, სოციალურ, სქესობრივ/გენდერულ საფუძველზე ინდივიდის შეურაცხყოფა ან საზოგადოების შესაბამისი ნაწილის მიმართ ღია აგრესიის შემცველი განცხადებების პოსტვა.
  8. ფორუმის მომხმარებლის გაცხადებული სურვილის ან ნებართვის გარეშე იმ ტექსტური, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მასალის გამოქვეყნება და გაზიარება, რომელიც ფორუმელის ანონიმურობას და პირადი საკითხის კონფიდენციალობას დაარღვევს (ისჯება ჩივილისა და გაპროტესტების შემთხვევაში, მინიმუმ 5-დღიანი ბანით).
    1. ფორუმში საჯარო პირის უშუალო და გაცხადებული მონაწილეობის შემთხვევაში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის პრივილეგია უქმდება.
  9. ტრანსლიტით (ლათინური ასოებით) პოსტვა საჭიროების გარეშე.
  10. საქველმოქმედო თემების გახსნა.
  11. ნებისმიერი სახით ინტერნეტში ფულის შოვნის მეთოდებზე, რეფერალებზე და მსგავს საკითხებზე თემების გახსნა. ავტორი ამ შემთხვევაშიც დაისჯება 3 დღიანი პოსტინგის შეზღუდვით.

მითითებები:

  1. თემების განახლებისას:
    1. როდესაც თემა ადის 100 გვერდზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გახსნას ახალი თემა. ამ დროს მომხმარებელი ვალდებულია, განყოფილების მოდერატორს, სუპერმოდერატორს ან ადმინისტრატორს შეატყობინოს რომ გახსნა ახალი თემა და ძველი დასახურია
    2. წინა პუნქტი არ ვრცელდება შემდეგ მიპინულ თემებზე. მაგალითად: „რას უსმენთ ამ მომენტში“ და „ფორუმელთა ფოტოები“.
  2. პოსტის ბოლოს, მარცხნივ (ავატარის ქვემოთ) მოცემულია ღილაკი "დარღვევა". ფორუმის წესების დარღვევისა და სხვა ფორუმელის ინტერესების შელახვის შემთხვევაში, გთხოვთ, ამ ღილაკის საშუალებით შეატყობინოთ ადმინისტრაციას დარღვევის შესახებ. ამით მოდერირება გაცილებით ოპერატიული გახდება.

ბანი:

  • ფორუმზე მოქმედებს ორი ტიპის ბანი: 1 — პოტსიტნგის შეზღუდვა; 2 — ანგარიშის შეზღუდვა
  • ანგარიშის შეზღუდვა ხდება, თუ მომხმარებელს აქვს პოსტინგი შეზღუდული და ის PM–ის საშუალებით აწუხებს სხვა მომხმარებელ(ებ)ს.
  • პოსტინგის შეზღუდვას ყოველთვის თან ახლავს ვორნის მატება
  • თუ მომხმარებელს აქვს 10 ვორნი, მაშინ მას ნებისმიერ დარღვევაზე პოსტინგი ეზღუდება 10 დღის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ ვორნი აკლდება 1-ით. მესამედ 10–ზე ასვლისას, მომხმარებელი იბლოკება სამუდამოდ.
  • 1–ზე მეტი პუნქტის დარღვევისას მომხმარებელს ბანი ედება ყველაზე მძიმე დარღვევისთვის გათვალისწინებულ სასჯელს პლუს 1 დღე.
  • ბანის დადება არ შეიძლება იმის გამო რაც წესდებაში არაა გათვალისწინებული.

დამატება:

  • აკრძალვები და წესები არ მოქმედებს განყოფილებაში "ქაოსი".
  • ფორუმიდან ანგარიშის (ნიკის) წაშლა, ან რედაქტირება არ ხდება.