რა არის ახალი ფორუმზე teen.ge?

გადახტომა კონტენტზე

რა არის ახალი ფორუმზე teen.ge?

— ბევრი რამ :)

თანამედროვე სკინი
ახალ teen.ge-ს ახალი სკინი აქვს, თუმცა, სტილი და ფერთა გამა იგივე დარჩა. შეიცვალა მთლიანი კოდი, ახლა იგი მსოფლიო ვებ-სტანდარტების შესაბამისი, მსუბუქი, სიმარტივეზე ოპტიმიზირებული და უფრო მოსახერხებელია.
სტატუსები
ნებისმიერ მომხმარებელს ახლა შეუძლია სტატუსი დაიყენოს! როგორც ფეისბუქში, ან ტვიტერში... ვინც არ იცის — სტატუსი მოკლე მესიჯია, რომელიც აღწერს, თუ რას აკეთებ, რა განწყობაზე ხარ, რა გიტრიალებს თავში ან რისი თქმა გინდა ამ მომენტში.
თემების გაზიარება
საინტერესო თემების გაზიარება ახლა უფრო მარტივადაა შესაძლებელი. შეგიძლიათ ერთი კლიკით გაუზიაროთ იგი მეგობრებს ფეისბუქზე, ტვიტერზე ან გუგლის ბაზში. ფეისბუქის Like ღილაკის გამოყენებით კი, თქვენ პროფილზე ავტომატურად დაიწერება შეტყობინება ამის შესახებ.
ინფორმაციის სინქრონიზება
თუ აქაურ ანგარიშს ფეისბუქისას მიაბამთ, შეძლებთ ინფორმაციის დასინქრონებას ფორუმსა და ფეისბუქს შორის. ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი — აქ პირდაპირ გადმოვა, აქ დაწერილი — ფეისბუქზე, ავტომატურად განახლდება ხოლმე აქაური ავატარი ან პირადი ფოტო ფეისბუქიდან, „ჩემ შესახებ“ გვერდი და სხვა მონაცემები!
მეტი ინფო →
პირადი მიმოწერები
PM-ები, პირადი მესიჯები, ახლა სულ სხვანაირია! იგი ყველა მესიჯს მიმოწერებად ინახავს, როგორც ჯიმეილი — ერთ მიმოწერაშია თქვენი და მოპასუხის ყველა მესიჯი. ახალ მიმოწერაში ხუთამდე მონაწილის დამატებაა შესაძლებელი! ასერომ, ჯამში "პირადი თემების" მსგავსი სისტემა გამოდის :)
მედია-ბმულები
პოსტებში მულტიმედიის ჩამატება ახლა უფრო გამარტივდა! ნებისმიერი ბმული ავტომატურად გადაკეთდება შესაბამის ფანჯარად: YouTube-ის, Google Video-ს ან MyVideo-ს პლეიერად, Flickr-ის სეტის სლაიდშოუდ ან უბრალოდ ნებისმიერი MP3 ფაილის დამკვრელად.
მეტი ინფო →
ბლოგები
დიდი სიახლე — ბლოგები teen.ge-ზე! დაიწყეთ ბლოგის წერა ფორუმის სისტემის გამოყენებით და წააკითხეთ თქვენი ბლოგი უკვე არსებულ აუდიტორიას! ნებისმიერ წევრს შეუძლია შექმნას საკუთარი ბლოგი, წეროს პოსტები მარტომ ან მოიწვიოს სხვა მომხმარებლები ჯგუფური ბლოგის რედაქტორებად.
მეტი ინფო →
გარე ბლოგის იმპორტი
უკვე ხართ ბლოგერი? მაინც შეგიძლიათ სრულად გამოიყენოთ ახალი teen.ge-ს შესაძლებლობები! შექმენით გარე ბლოგი, რომელიც ავტომატურად გადაიყვანს მომხმარებლებს თქვენ ბლოგზე; ან — შექმენით შიდა ბლოგი, მიუთითეთ თქვენი ბლოგის RSS და იგი ავტომატურად წამოიღებს ახალ პოსტებს გამოქვეყნებისთანავე!
მეტი ინფო →
გრავატარები
ხართ ყველაზე თანამედროვე და ყველაზე სოციალური იუზერი? :) თუ გრავატარებს იყენებთ, ამიერიდან პროფილში შეგიძლიათ ავატარის მაგივრად, გრავატარის ელფოსტა მიუთითოთ და მთელ ფორუმზე თქვენი მიმდინარე გრავატარით ისარგებლოთ!
მესიჯების გაზრდილი სივრცე
პირადი მიმოწერების ახალი სისტემით უფრო ხშირად და უფრო მეტ მესიჯს მიიღებთ ხოლმე. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯების შესანახად ყველა წევრს ლიმიტი 100-მდე გაეზარდა!
განახლებული მეგობრები
ფორუმზე მეგობრების სისტემა ახლა უფრო მოსახერხებელია. შეგიძლიათ სრულად აკონტროლოთ ვინ ჩაგამატებთ მეგობრებში, ვის ჩაიმატებთ და მიიღოთ შეტყობინებები მეგობრების ახალი სტატუსების შესახებ.
შეტყობინებების სისტემა
ფორუმს ახალი, ერთ-ხაზიანი შეტყობინებების სისტემა დაემატა. შეტყობინება ყველა მოვლენის შესახებ — ეს იქნება ახალი კომენტარი თქვენ პროფილზე, სტატუსზე, ბლოგის ჩანაწერზე, მოთხოვნა დამეგობრებაზე თუ ნებისმიერი სხვა რამ — ამ მარტივი სისტემის საშუალებით მოგივათ.
მეტი ინფო →
ანგარიშის მიბმა ფეისბუქზე
ხართ ფეისბუქზე? ძალიან კარგი! ესეიგი, შეგიძლიათ ფორუმის ანგარიში ფეისბუქისას მიაბათ და ერთი დაწკაპუნებით შემოხვიდეთ ხოლმე ფორუმზე, სახელის და პაროლის თავიდან შეყვანის გარეშე. ახალ მომხმარებლებს კი უკვე მარტივად შეუძლიათ დარეგისტრირება — ფეისბუქის გამოყენებით.
მეტი ინფო →
პროფილის დიზაინი
ახალი პროფილი უფრო მორგებადი გახდა. ახლა უკვე შეგიძლიათ, უფრო „საკუთარი“ და უნიკალური გახადოთ იგი :) ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს პროფილის დიზაინი — აირჩიოს სასურველი ფოტო ან ფერი ფონის გასაფორმებლად.
მეტი ინფო →
განულებული ვორნები
კიდევ ერთი საჩუქარი — ყველა იმ მომხმარებელის ვორნი, ვისაც ბანი არ ჰქონდა დადებული, განულებულია! დაიწყეთ პოსტვა ახალ teen.ge-ზე სუფთა ფურცლიდან :)
მეტი ინფო →
რეპუტაციის სისტემა
ფორუმს რეპუტაციის სისტემა დაემატა — ახლა შეგიძლიათ პლუსით ან მინუსით შეაფასოთ ნებისმიერი პოსტი ფორუმში ან კომენტარი ბლოგებზე. ამ შეფასებების ჯამით კი, წევრის რეპუტაცია დაითვლება — დადებითი, ნეიტრალური ან უარყოფითი.
მეტი ინფო →
კონტენტის ფილტრი
რეპუტაციის სისტემის წყალობით, თქვენ უკვე შეგიძლიათ აკონტროლოთ, რომელი პოსტები გამოჩნდეს ფორუმის თემებში — გამოჩნდეს ყველა პოსტი თუ დაიმალოს ის პოსტები, რომელთაც სასურველ ოდენობაზე მეტი მინუსი აქვთ მიღებული.
მეტი ინფო →
მობილური ვერსია
ახლა ფორუმს მობილური ვერსია გააჩნია! ამიერიდან შეგიძლიათ თქვენი მობილური ტელეფონით შემოხვიდეთ ფორუმზე და ისარგებლოთ თითქმის ყველა იმ ფუნქციით, რაც კომპიუტერიდანაა ხელმისაწვდომი. ამის საშუალებას სპეციალურად ოპტიმიზირებული სკინი იძლევა.