რეკლამა ფორუმზე teen.ge
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია —
ელფოსტით: advertising@teen.ge
ან ტელეფონით: 8 99 678 111
სხვათაშორის,
- ჩამოთვლილი პაკეტებიდან ნებისმიერის შეძენა შესაძლებელია მინიმუმ ერთთვიანი ვადით.
- პაკეტის ტრაფიკი ნიშნავს მოცემული სარეკლამო ზონის ჩვენებებს ჯამში, ერთი თვის განმავლობაში.
- ტრაფიკის 20% აღნიშნავს თვის მანძილზე ჯამური ჩვენებების 20%-ს. ანუ თუ, მაგალითად, თვის მანძილზე პირველ გვერდზე განთავსებული ვერტიკალური ცათამბრჯენი სულ გამოჩნდება 100 ათასჯერ, 20%-ის შეძენის შემთხვევაში თქვენ რეკლამას 20 ათასჯერ იხილავენ მომხმარებლები.
- ტრაფიკის 100%-ის შეძენა ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ზონაში თქვენი ბანერი სტატიკურად დაჯდება. ანუ, თქვენი ბანერი ყველა ჩატვირთვაზე გამოჩნდება. ასევე იმასაც, რომ ამ ზონის მფლობელობა ექსკლუზიურად თქვენი იქნება.
- ბანერის ფაილი შესაძლებელია იყოს როგორც გრაფიკული, ასევე flash-ფორმატის. მისი განთავსება უნდა მოხდეს ფორუმის სერვერზე. ასევე, იგი უხეშად არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფორუმის და ზოგადად ინტერნეტის ვიზუალურ პრინციპებს და არ უნდა იყენებდეს გამაღიზიანებელ ეფექტებს ყურადღების მისაპყრობად. ჩვენთვის პირველ რიგში მომხმარებლების კომფორტია მნიშვნელოვანი :)
- რადგანაც რეკლამის დამკვეთის კომფორტიც უმნიშვნელოვანესია, ყოველი კლიენტისთვის სპეციალური სისტემა მუშაობს, რომელიც ზუსტად აღრიცხავს მისი შეძენილი სარეკლამო ზონების მუშაობას და ავტომატურად ქმნის ანგარიშებს და სტატისტიკას სარეკლამო ბანერების წარმადობის შესახებ :)
ფორუმის საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა მიმართულებამ საიტზე უამრავ თინეიჯერს მოუყარა თავი. თუმცა, მათი ასაკი თინეიჯერის კლასიკურ მნიშვნელობაში ვერ ექცევა — ფორუმის აქტიური წევრები არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე აბიტურიენტები, სტუდენტები და სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე უმაღლესდამთავრებულებიც. დაარსების დღიდან ფორუმის მიზანი ყველა თაობის თინეიჯერის ერთად თავმოყრა იყო; რამაც გამოიწვია ის, რომ დღეს ფორუმელთა შორის უკვე არათინეიჯერი წევრებიც არიან.
ქომიუნითის 70 ათასზე მეტ ყოველთვიურ ვიზიტორს საშუალება ეძლევა მიიღოს უახლესი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო და შემეცნებითი პროგრამების, გრანტების, სასწავლო კურსებისა და სემინარების შესახებ. მათ მიერ დათვალიერებული ერთ მილიონამდე გვერდი კი მთლიანად მომხმარებლების მიერ გენერირებული, ხარისხიანი და მოდერირებული კონტენტითაა შევსებული.
ამ უამრავ მომხმარებელს შორის თქვენი პოტენციური კლიენტებიც არიან. ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით მათთვის თქვენი ახალი საქონლისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. არალეგალური და უხარისხო კონტენტის შემცველი საიტების გარემოცვაში, ეს ფორუმი ერთადერთია, სადაც ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაცია კომპანიის იმიჯისთვის საზიანო არ იქნება.
ქვემოთ მოცემულია ფორუმზე განსაზღვრული სარეკლამო ადგილები, ზომები და ბანერის განთავსების ფასები. სტანდარტული პირობების გარდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ თქვენი ორიგინალური შემოთავაზებები განსხვავებული თანამშრომლობის შესახებ (როგორიცაა, ივენთის საინფორმაციო მხარდაჭერა, აქციის სადისკუსიო ადგილით უზრუნველყოფა და ა.შ.)
P.S. კარგი იქნება, თუ ამ სვეტსაც გადაიკითხავთ ;) →
ზონა 1: Standard banner
-
ზომა:
468 x 60 პიქსელზე - სტანდარტული ბანერი, ჩანს ყველა გვერდის თავში, ლოგოს გასწვრივ. ყურადღებას იპყრობს ფორუმის ნებისმიერ გვერდზე მოხვედრისას. ბანერი ზედა პოზიციაზეა, ასერომ იგი მუდმივად ხვდება მომხმარებლის ყურადღების ცენტრში. ეს ერთადერთი სარეკლამო ადგილია, რომელიც ფორუმის ყველა გვერდზეა განთავსებული.
-
რეკლამის ღირებულება —
ტრაფიკის 20%: 100 ლარი
ტრაფიკის 100%: 450 ლარი–10%!
ზონა 2: Medium rectangle
-
ზომა:
300 x 250 პიქსელზე - საშუალო მართკუთხედი, ჩანს ფორუმის პირველ გვერდზე. პირველი გვერდი ფორუმის სხვა გვერდებთან შედარებით ყველაზე ხშირად მონახულებადია. ბანერი თავსდება ბოლო პოსტების პოპულარული ბლოკის გვერდით, რომელიც მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ფორუმში ნავიგაციის საყვარელი ინსტრუმენტია.
-
რეკლამის ღირებულება —
ტრაფიკის 20%: 80 ლარი
ტრაფიკის 100%: 350 ლარი–12%!
ზონა 3: Wide skyscraper
-
ზომა:
160 x 600 პიქსელზე - განიერი ცათამბრჯენი, ჩანს ფორუმის პირველ გვერდზე, განყოფილებების ჩამონათვალის გასწვრივ. მისი სიგრძიდან გამომდინარე ბანერის რომელიმე ნაწილი ხილულია მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი გვერდის ზედა ნაწილიდან ქვევით გადაწყვეტს ჩასრიალებას. იგი ებჯინება პირველი გვერდის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ადგილს - უკანასკნელ თემებს განყოფილებებში.
-
რეკლამის ღირებულება —
ტრაფიკის 20%: 80 ლარი
ტრაფიკის 100%: 350 ლარი–12%!
ზონა 4: Leaderboard
-
ზომა:
728 x 90 პიქსელზე - რეკლამის ყველაზე გავრცელებული ფორმატი თანამედროვე ინტერნეტში. ჩანს ყველა განყოფილების შიგნით, თემების ჩამონათვალში. რეკლამა თავსდება განყოფილების თემების სიის ცენტრალურ ადგილზე, სიაში პირველი თემის შემდეგ. მდებარეობიდან გამომდინარე, ბანერის შემჩნევადობა 100%-ია.
-
რეკლამის ღირებულება —
ტრაფიკის 20%: 100 ლარი
ტრაფიკის 100%: 450 ლარი–10%!
ზონა 5: Leaderboard
-
ზომა:
728 x 90 პიქსელზე - დიდი სარეკლამო სივრცე თავად თემაში, პოსტებს შორის. ამ ზონის საშუალებით რეკლამის განთავსება შესაძლებელია ფორუმის ძირითადი კონტენტის შუაგულში, ყოველი თემის გვერდის პირველი პოსტის შემდეგ. თემის ნებისმიერი გვერდის პირველი პოსტი და მის ქვეშ მდებარე სივრცე სწორედ ის ადგილია, რომელსაც მომხმარებელი გვერდებზე თუნდაც არადაკვირვებული სერფინგისას, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს.
-
რეკლამის ღირებულება —
ტრაფიკის 20%: 200 ლარი
ტრაფიკის 100%: 900 ლარი–10%!
რეკლამის ფასებისა და ზონების უკანასკნელი მოდიფიცირების თარიღია: 12 ივნ. 2010, 14:26
ფასები არ შეიცავს დღგ-ს.
ფასები არ შეიცავს დღგ-ს.

დახმარება
